მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 15 ნოემბრამდე ₾2.6 მლნ-ის არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული - სახელმწიფო სუბსიდია ₾1 მილიონს აჭარბებს
15 ნოემბრამდე ₾2.6 მლნ-ის არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული - სახელმწიფო სუბსიდია ₾1 მილიონს აჭარბებს

15 ნოემბრამდე ₾2.6 მლნ-ის არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული - სახელმწიფო სუბსიდია ₾1 მილიონს აჭარბებს

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 17:07|bm.ge

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა ათმა საწარმომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, 10,500 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერებმა 2,6 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია მილიონ ლარს აჭარბებს.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ, ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.

ხილის გადამმუშავებელ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი ქვეკომპონენტით, რომელიც არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის არის განკუთვნილი.

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 141 სტატია.

  • მეტროს 41 მილიონის სავარაუდო მითვისებაში ბრალდებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მერიის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდატვ პირველი
  • არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 2,6 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს​რუსთავი 2
  • გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფსფორმულა
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
მილიონის →

მსგავსი სტატიები

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

BM.GE

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

BM.GE

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

BM.GE

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

BM.GE