ორიგინალი
2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა | TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება
BM.GE·11:44

2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა | TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება

27 ნოემბერი, 2026 · 11:44

2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკურ განახლებაში წერია, რომელიც საინვესტიციო ბანკმა გამოაქვეყნა.

თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკურ განახლებაში აღნიშნულია, რომ ნოემბერში საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასება 7.5%-დან 8.4%-მდე დააზუსტა. შეიცვალა ზრდის კომპონენტებიც - ძირითად კაპიტალში ინვესტიციები, სადაც წინასწარი მონაცემებით კლება იყო, დაზუსტებული შეფასებით გაიზარდა, ხოლო სახელმწიფო მოხმარების ზრდა, პირიქით, შემცირდა. დარგების მიხედვით, გაიზარდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის წვლილი, ხოლო განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის - შემცირდა.

"საქსტატის ახალი მონაცემები აჩვენებს, ვისგან ყიდულობენ საწარმოები საქონელსა და მომსახურებას და ვინ ყიდულობს მათ პროდუქციას. მაგალითად, თუ რესტორანში ერთსა და იმავე კერძს ადგილობრივი მცხოვრები და უცხოელი ვიზიტორი უკვეთავენ, პირველის ხარჯი შიდა მოხმარებაში აღირიცხება, მეორისა კი – ექსპორტში. ორივე შემთხვევაში ფასის ნაწილი იმპორტირებულ კომპონენტზე მოდის, დანარჩენი კი საქართველოში რჩება – არა მარტო რესტორანთან, არამედ ადგილობრივ ფერმერთან და გადამზიდველთანაც.

მშპ-ის სტანდარტული გაანგარიშებისგან განსხვავებით, სადაც მთლიანი იმპორტი ექსპორტს აკლდება, საგარეო მოთხოვნის წვლილის შესაფასებლად აუცილებელია გამოიყოს, იმპორტის რა ნაწილი მოხმარდა საექსპორტო საქონლისა და მომსახურების მიწოდებას. თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2025 წელს ექსპორტს იმპორტის მატების დაახლოებით მესამედი უკავშირდებოდა, დანარჩენი კი - შიდა მოხმარებასა და ინვესტიციებს. ამდენად, საგარეო მოთხოვნაზე ეკონომიკური ზრდის დაახლოებით მეოთხედი მოდიოდა, რითაც ის შიდა მოხმარების შემდეგ ზრდის მეორე ყველაზე დიდი წყარო იყო, ხოლო ინვესტიციების წვლილი შედარებით მცირეა.

შიდა მოხმარებასთან დაკავშირებულ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ვაჭრობას, განათლებასა და ფინანსურ სექტორს ჰქონდა, თუმცა სამივე დარგზე ერთად ამ ზრდის ნახევარზე ნაკლები მოდიოდა. საგარეო მოთხოვნის შემთხვევაში სურათი სრულიად განსხვავებულია: ზრდის 90%-ზე მეტი სამ დარგში – ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიებში (ICT), ტრანსპორტსა და სასტუმრო-სარესტორნო სექტორში – იყო თავმოყრილი. ამავე დროს, დამმუშავებელ მრეწველობაში, ენერგეტიკასა და მშენებლობაში საგარეო მოთხოვნასთან დაკავშირებული დამატებული ღირებულება, ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემცირდა.

საგარეო მოთხოვნასთან დაკავშირებული რეალური ზრდის დაახლოებით ორი მესამედი ICT სექტორზე მოდიოდა. 2021 წელს ამ დარგში შექმნილი დამატებული ღირებულების უდიდესი ნაწილი ადგილობრივ მომხმარებლებს უკავშირდებოდა, 2025 წელს კი ნახევარზე მეტი უკვე უცხოელ მომხმარებლებზე მოდიოდა. ამ პერიოდში უცხოელ მომხმარებლებთან დაკავშირებული დამატებული ღირებულება მიმდინარე ფასებში ათზე მეტჯერ გაიზარდა, ადგილობრივ მომხმარებლებთან დაკავშირებული კი დაახლოებით გაორმაგდა. შედეგად, 2025 წელს საქართველოში საგარეო მოთხოვნით შექმნილი დამატებული ღირებულების ყველაზე დიდი წილი უკვე ICT სექტორზე მოდიოდა, რომელმაც ამ მაჩვენებლით ვაჭრობას გადაასწრო.

მთლიანად ეკონომიკაში საგარეო მოთხოვნას 2025 წელს შექმნილი დამატებული ღირებულების დაახლოებით მეოთხედი უკავშირდებოდა, თითქმის იმდენივე, რამდენიც წინა წელს, თუმცა, ICT სექტორის გამოკლებით, ეს წილი მცირედით შემცირდა. ოთხ დარგში – ICT-ში, ტრანსპორტში, სასტუმრო-სარესტორნო სექტორსა და სამთომოპოვებით მრეწველობაში – დამატებული ღირებულების ნახევარზე მეტი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა. თავის მხრივ, დამმუშავებელ მრეწველობაში საგარეო მოთხოვნის წილმა მცირედით იკლო. სავარაუდოდ, 2026 წელს ეს ტენდენცია ნავთობპროდუქტების ექსპორტის ზრდის ფონზე კვლავ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზრდის მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილი აისახება ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში.

2025 წელს მოხმარებაზე, ინვესტიციებსა და ექსპორტზე დახარჯული ყოველი 100 ლარიდან საშუალოდ 58 ლარი საქართველოში შექმნილი დამატებული ღირებულება იყო, დანარჩენი კი იმპორტსა და პროდუქტებზე წმინდა გადასახადებზე მოდიოდა. შიდა მოხმარების შემთხვევაში ყოველი 100 ლარიდან საქართველოში 64 ლარი რჩება, რადგან მოსახლეობისა და სახელმწიფოს ხარჯებში დიდი ადგილი ადგილობრივ მომსახურებას უჭირავს. ინვესტიციების შემთხვევაში ეს წილი ნაკლებია - 54 ლარი - ვინაიდან დანადგარებისა და სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი იმპორტირებულია, ექსპორტის შემთხვევაში კი ყველაზე დაბალია – 49 ლარი, რადგან საზღვარგარეთ გაყიდული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი რეექსპორტირებულია.

ადგილობრივი მომწოდებლებისთვის ისიც მნიშვნელოვანია, თუ როგორ არის დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვები. საქართველოში წარმოებული ICT მომსახურების ღირებულების უდიდესი ნაწილი უშუალოდ იმ კომპანიაში იქმნება, რომელიც ამ მომსახურებას ყიდის. დამმუშავებელ მრეწველობაში კი ადგილობრივი მომწოდებლების წილი მნიშვნელოვნად მეტია – ყოველი 100 ლარის პროდუქციიდან დაახლოებით 37 ლარი ადგილობრივ მომწოდებლებთან შექმნილი დამატებული ღირებულებაა, ICT სექტორის შემთხვევაში კი – 21 ლარი. საერთო ჯამში, 2025 წელს საგარეო მოთხოვნიდან მიღებული დამატებული ღირებულება გაიზარდა როგორც ადგილობრივ მომწოდებლებთან, ისე თავად ექსპორტიორებთან, თუმცა ექსპორტიორებთან ზრდა უფრო სწრაფი იყო, რის გამოც მომწოდებლების წილი შემოსავლებში 34%-დან 31%-მდე შემცირდა. ამ კლების დაახლოებით მესამედი ექსპორტში ICT სექტორის წილის ზრდით აიხსნება, დანარჩენი კი – საწარმოებს შორის შესყიდვების სტრუქტურის ცვლილებით", - წერია მაკროეკონომიკურ განახლებაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა | TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება

თემა: საგარეო

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ფორმულა·05:53
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
  • იმედი·00:51
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ გვაქვს არანაირი განზრახვა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ლიბიამდე ან სხვა რომელიმე ქვეყნამდე გავავრცელოთ
  • ინტერპრესნიუსი·00:37
    თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრნენ
  • GHN·00:29
    თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა - Anadolu
საგარეო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·11:38

9 თვეში საქართველოში გაზის მოხმარება 8%-ით გაიზარდა

9 თვეში საქართველოში გაზის მოხმარება 8%-ით გაიზარდა
BM.GE·11:28

კორპორაციული მდგრადობის რიგით მეცხრე ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კორპორაციული მდგრადობის რიგით მეცხრე ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
BM.GE·11:17

გასტრონომიის სააგენტო შეფმზარეულებს რეგულარულად შეხვდება | რა განიხილეს პირველ შეხვედრაზე

გასტრონომიის სააგენტო შეფმზარეულებს რეგულარულად შეხვდება | რა განიხილეს პირველ შეხვედრაზე
BM.GE·11:01

წლევანდელი ხორბლის მოსავლის 50-60% ჯერ არაა რეალიზებული - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია

წლევანდელი ხორბლის მოსავლის 50-60% ჯერ არაა რეალიზებული - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.