მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სავაჭრო ბრუნვამ €80 მილიარდს გადააჭარბა - ყაზახეთის პრეზიდენტი
2025 წელს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სავაჭრო ბრუნვამ €80 მილიარდს გადააჭარბა - ყაზახეთის პრეზიდენტი

2025 წელს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სავაჭრო ბრუნვამ €80 მილიარდს გადააჭარბა - ყაზახეთის პრეზიდენტი

BM.GE6 ივნისი, 2026, 20:58|bm.ge

2025 წელს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU) სავაჭრო ბრუნვამ €80 მილიარდს გადააჭარბა - ამის შესახებ ბლოკის ლიდერებმა ასტანაში გამართულ ორდღიან სამიტზე ისაუბრეს.

მისი ცნობით, გასულ წელს კავშირის შიგნით ვაჭრობა 2-ჯერ და მეტად გაიზარდა, ხოლო მესამე ქვეყნებთან ბრუნვამ 72%-ით მოიმატა. ამჟამად ანგარიშსწორების დაახლოებით 90% ეროვნულ ვალუტებში ხორციელდება. გარდა ამისა, EAEU-ს წევრი სახელმწიფოები ერთიანი სატრანზიტო სისტემის შექმნასაც განიხილავენ.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ კავშირის მასშტაბით დიგიტალიზაციის პროცესების ფონზე, წელს EAEU-ს წევრებს შორის სავაჭრო ბრუნვა შეიძლება დაახლოებით 6%-ით გაიზარდოს და 85 მილიარდ ევროს გადააჭარბოს მაშინ, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 80 მილიარდი ევრო იყო.

მან დასძინა, რომ EAEU-ს ქვეყნებში მშპ-ს ზრდა 2026-2027 წლებისთვის დაახლოებით 2.5%-ით არის პროგნოზირებული.

EAEU უკვე 12 წელია ფუნქციონირებს, როგორც ერთიანი ინტეგრირებული ბაზარი და თავისუფალი ვაჭრობის ზონა მისი ხუთი წევრისთვის - რუსეთისთვის, ბელორუსისთვის, ყაზახეთისთვის, ყირგიზეთისა და სომხეთისთვის.

ბლოკს უკვე აქვს შეთანხმებები არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის სერბეთთან, ვიეტნამთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, მონღოლეთსა და ინდონეზიასთან. ჩინეთი კვლავ რჩება ბლოკის მთავარ პარტნიორად, რომელზეც საგარეო ვაჭრობის დაახლოებით მესამედი მოდის.

ოფიციალური პირების განცხადებით, ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი ტვირთების დაახლოებით 85% "შუა დერეფნის" გავლით მოძრაობს.

ამავდროულად, News Armenia-ს ცნობით, რუსეთის ფედერაციამ სომხეთიდან მარწყვის, პომიდვრის, წიწაკის, კიტრის, მწვანილისა და ყვავილების, ხოლო სულ ახლახან - კურკოვანი ხილის, ყურძნისა და თევზის პროდუქტების იმპორტი დროებით შეზღუდა. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ("როსსელხოზნადზორი") განცხადებით, ეს პროდუქტები უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქმნის და არ შეესაბამება ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა (EAEU) და რუსეთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს.

შეზღუდვები ასევე ვრცელდება სატრანზიტო ტვირთებზე, რომლებიც EAEU-ს სხვა წევრი სახელმწიფოებისთვისაა განკუთვნილი. "როსსელხოზნადზორის" განცხადებით, შეზღუდვები მანამ დარჩება ძალაში, სანამ იმპორტირებული საქონლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი მექანიზმი არ შეიქმნება.

სომხური მედიისა და მძღოლების ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან სომხური სატვირთო მანქანები უკან გააბრუნეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკვე განაცხადა, რომ "სომხეთი რუსეთთან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან დაკავშირებით დავებში არ შევა, თუმცა ბლოკმა ქვეყანას ახალი და პოზიტიური შესაძლებლობები უნდა აჩვენოს".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კავშირი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდესიმედი
  • ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელისნეტგაზეთი
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 8 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა მიმალვა შეძლოტვ პირველი
კავშირი →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE