
2025 წელს GITA-მ „500 Georgia, L.P.“ ფარგლებში, 18 სტარტაპის $1.8 მლნ-ით დაფინანსებას შეუწყო ხელი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ [GITA] 2025 წელს ვენჩერულ ფონდში „500 Georgia, L.P.“ მონაწილეობის ფარგლებში 18 სტარტაპის 1.8 მლნ დოლარით დაფინანსებას შეუწყო ხელი.
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის შესაბამისად, მთავრობამ პარლამენტს გადაუგზავნა 500 Georgia L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2025 წლის ანგარიში, რომელიც დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა წარადგინა.
დოკუმენტის თანახმად, ფონდმა საანგარიშო წელს კაპიტალი ძირითადად ხელოვნური ინტელექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებებზე მიმართა, სადაც აქსელერაციის მე-8 და მე-9 რაუნდების გამარჯვებული კომპანიები დაფინანსდნენ.
2025 წელს განხორციელებული 1.8 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიციები სექტორულად შემდეგნაირად გადანაწილდა:
• ხელოვნური ინტელექტი (AI): პორტფელის 33.3%-ს შეადგენს (6 სტარტაპი). • სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა (SaaS): 22.2%-ს შეადგენს (4 სტარტაპი). • სხვა ინდუსტრიები: 44.5%-ს შეადგენს (8 სტარტაპი).
დაფინანსებული სტარტაპების სია:
კომპანიის დასახელება (ქართულად) აქსელერაციის რაუნდი ბიზნეს მოდელი ინდუსტრია ინდუსტრია აინო მე-8 რაუნდი B2B SaaS სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა ქუიდ მე-8 რაუნდი B2B AI ხელოვნური ინტელექტი ევოლვი მე-8 რაუნდი B2B HRTech ტექნოლოგიები ადამიანური რესურსების მართვისა და დასაქმების ინდუსტრიაში ქვისლი მე-8 რაუნდი B2B eCommerce ონლაინ ვაჭრობა ასპის მე-8 რაუნდი B2C Blockchain ბლოკჩეინი ფაქტორ მე-8 რაუნდი B2B FinTech ფინანსური და საგადახდო ტექნოლოგიები ადმაგიკა მე-9 რაუნდი B2C AI ხელოვნური ინტელექტი დატაქოლი მე-9 რაუნდი B2B HealthTech ჯანდაცვის ტექნოლოგიები ედსმამ მე-9 რაუნდი B2B MarTech მარკეტინგის ტექნოლოგიები სპორტვაიზი მე-9 რაუნდი B2B Enterprise SaaS სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა ქალსი AI მე-9 რაუნდი B2B AI ხელოვნური ინტელექტი ფეშენლაბი მე-9 რაუნდი B2B AI ხელოვნური ინტელექტი სთოქზუსტერი მე-9 რაუნდი B2B Deep Tech მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა კვანტუმ ნეურონი მე-9 რაუნდი B2B AI ხელოვნური ინტელექტი თოქ ლაბი მე-9 რაუნდი B2B AI ხელოვნური ინტელექტი დეფექტ AI მე-9 რაუნდი B2B HealthTech ჯანდაცვის ტექნოლოგიები ნეოლინკი მე-9 რაუნდი B2B, B2G Enterprise SaaS სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა რებუქიფაი მე-9 რაუნდი B2B Enterprise SaaS სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა