მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2027 წლიდან ბანკებს დეპოზიტების დაზღვევის ფონდში ყოველთვიურად 10 მილიონამდე ლარის შეტანა მოუწევთ
2027 წლიდან ბანკებს დეპოზიტების დაზღვევის ფონდში ყოველთვიურად 10 მილიონამდე ლარის შეტანა მოუწევთ

2027 წლიდან ბანკებს დეპოზიტების დაზღვევის ფონდში ყოველთვიურად 10 მილიონამდე ლარის შეტანა მოუწევთ

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 12:43|bm.ge

დეპოზიტების დაზღვევის ზღვრის გაორმაგების შემდეგ საბანკო სექტორის ყოველთვიური შენატანი ფონდში 10 მილიონ ლარამდე გაიზრდება. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ბანკების მაღალი მოგებიანობის გათვალისწინებით, აღნიშნული საბანკო სექტორს დიდ ტვირთად არ დააწვება. “დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" კანონის მიხედვით, ბანკებმა 2026 წლის აგვისტოს თვისთვის ფონდში 7,2 მლნ ლარზე მეტი შეიტანეს. მომავალი წლის იანვრიდან, ზღვარს 100 000 ლარამდე გაზრდის შემდეგ ბანკებს ფონდში სავალდებულო შენატანები 40%-მდე გაეზრდებათ.

„დღეს 16 მილიარდი ლარია დაზღვეული. ვფიქრობთ, რომ დაზღვეული დეპოზიტები სადღაც 5 მილიარდით გაგვეზრდება. საკმაოდ მოცულობითი ზრდაა. გადავცდებით 20%-ს და სადღაც 21-22% იქნება დაზღვეული ამ 100 000-იანი ზღვრის აწევის შემდეგ. თუ ვთქვათ ჩავშლით ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების დაზღვეულ დეპოზიტებს, აქ ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების წილი გაცილებით მაღალი იქნება, სადღაც 40%-ზე მეტიც კი.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ რეგულაციას თავისი ეკონომიკური ფასი გააჩნია, თუმცა ჩვენ მეორე მხარესაც უნდა შევხედოთ, რა ეკონომიკურ სარგებელს ვიღებთ ამ რეგულაციით. მეტი მოცულობის დაზღვევა მეტი სანდოობაა, მეტი ფინანსური სტაბილურობაა.

[ბანკების შენატანების ზრდა] სადღაც 35-40%-ია. როცა ორმაგდება ზღვარი დაზღვევის, ეს არ ნიშნავს, რომ საბანკო სექტორს უორმაგდება ყოველთვიური შენატანი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სადღაც 35-დან 40%-ის ფარგლებში იქნება ზრდა. რიცხვებში გამოხატული ₾10 მილიონის ფარგლებში იქნება სავალდებულო შენატანები მთლიანად სექტორის”,-აცხადებს ლევან თოდუა “საქმის კურსთან” ინტერვიუში.

ამ ეტაპზე დეპოზიტების დაზღვევის ფონდის პორტფელი 450 მილიონ ლარს აჭარბებს. “დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ’’ კანონის მიხედვით, ბანკებმა 2026 წლის აგვისტოს თვისთვის ფონდში 7,2 მლნ ლარზე მეტი შეიტანეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ბოინგი“ დამკვეთად და პირველი ქართული საავიაციო დეტალების წარმოება | ინტერვიუ მარკუს მიულერთან

„ბოინგი“ დამკვეთად და პირველი ქართული საავიაციო დეტალების წარმოება | ინტერვიუ მარკუს მიულერთან

BM.GE

Amazon-მა სტარტაპ Decart-ის $7 მილიარდად შეძენა გადაწყვიტა

Amazon-მა სტარტაპ Decart-ის $7 მილიარდად შეძენა გადაწყვიტა

BM.GE

„პატარიძის რაჭულმა“ წარმოება გაზარდა - მეღვინეობა წელიწადში 30 000 ბოთლს ჩამოასხამს

„პატარიძის რაჭულმა“ წარმოება გაზარდა - მეღვინეობა წელიწადში 30 000 ბოთლს ჩამოასხამს

BM.GE

„ტრენდული სახლი“ ქსელს აფართოებს - როგორია კომპანიის გეგმები?

„ტრენდული სახლი“ ქსელს აფართოებს - როგორია კომპანიის გეგმები?

BM.GE