მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საშუალოვადიან პერიოდში, ხორციელდება ეკონომიკური ზრდის დივერსიფიკაცია, კერძო ინვესტიციების წახალისება | ფინანსთა მინისტრი
საშუალოვადიან პერიოდში, ხორციელდება ეკონომიკური ზრდის დივერსიფიკაცია, კერძო ინვესტიციების წახალისება | ფინანსთა მინისტრი

საშუალოვადიან პერიოდში, ხორციელდება ეკონომიკური ზრდის დივერსიფიკაცია, კერძო ინვესტიციების წახალისება | ფინანსთა მინისტრი

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 16:49|bm.ge

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განცხადებით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული ეკონომიკური, თუ პოლიტიკური დაძაბულობისა, საქართველოში ბოლო წლებში შენარჩუნებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე გარე შოკების მიმართ. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

„საქართველოს ეკონომიკა გლობალური და რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს ზრდის პოზიტიურ დინამიკას. ამასთან, საშუალოვადიან პერიოდში, ხორციელდება ეკონომიკური ზრდის დივერსიფიკაცია, პროდუქტიულობის ამაღლება, კერძო ინვესტიციების წახალისება და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. აღნიშნული მიმართულებები ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის უფრო მდგრადი საფუძვლის ჩამოყალიბებასა და გარე შოკების მიმართ ქვეყნის ეკონომიკური მედეგობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოსვლისას მან ისაუბრა ქვეყნის სუვერენული რეიტინგების შესახებაც და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, სამივე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ (Fitch-მა, S&P Global-მა და Moody’s-მა) გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას.

„აღნიშნული შეფასებები განპირობებულია: ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ფისკალური პოლიტიკის მდგრადობით, მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილურობითა და საერთაშორისო რეზერვების ზრდით. ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებით დადებითი მოლოდინები შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც. რა თქმა უნდა, სარეიტინგო კომპანიების შეფასებები მნიშვნელოვანია, თუმცა, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია უშუალოდ ინვესტორების ნდობა ჩვენი ეკონომიკის მიმართ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები აფასებენ არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მის სამომავლო პერსპექტივას, არამედ საკუთარ ფულად რესურსებს ანდობენ საშუალოვადიან პერიოდში, ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ და ფისკალურ სტაბილურობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 146 სტატია.

  • ივანიშვილის შემდეგ, ისრაელის ელჩს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდატვ პირველი
  • საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგასრუსთავი 2
  • სახალხო დამცველმა პენიტენციურში ადვოკატების ჩანაწერების დაცვაზე იუსტიციის მინისტრს მიმართაფორმულა
  • გელა გელაძე შს მინისტრის მოადგილე აღარაანეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

პარლამენტი 2026 წლის ბიუჯეტის ₾10 მლნ-ით შემცირებასა და 2027 წლის დაფინანსების ₾3 მლნ-ით ზრდას ითხოვს

პარლამენტი 2026 წლის ბიუჯეტის ₾10 მლნ-ით შემცირებასა და 2027 წლის დაფინანსების ₾3 მლნ-ით ზრდას ითხოვს

BM.GE

სამინისტრომ ₾59 მლნ-ის 108 პროექტიდან უმეტესობა არ მოიწონა | აგროთადაფინანსების პროგრამის შედეგები

სამინისტრომ ₾59 მლნ-ის 108 პროექტიდან უმეტესობა არ მოიწონა | აგროთადაფინანსების პროგრამის შედეგები

BM.GE

ბიზნესი, ინოვაციები და ცოცხალი გამოცდილება: 13-14 ნოემბერს "ექსპო ჯორჯიაში" Agro Food Expo Georgia 2026 გაიმართება

ბიზნესი, ინოვაციები და ცოცხალი გამოცდილება: 13-14 ნოემბერს "ექსპო ჯორჯიაში" Agro Food Expo Georgia 2026 გაიმართება

BM.GE

2027 წლის ბიუჯეტის II პროექტით საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ₾117 მილიონით იზრდება

2027 წლის ბიუჯეტის II პროექტით საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ₾117 მილიონით იზრდება

BM.GE