მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 21-ე საჯარო სკოლას აღარ დაანგრევენ - ჩატარდება რამდენიმეკვირიანი რეაბილიტაცია
21-ე საჯარო სკოლას აღარ დაანგრევენ - ჩატარდება რამდენიმეკვირიანი რეაბილიტაცია

21-ე საჯარო სკოლას აღარ დაანგრევენ - ჩატარდება რამდენიმეკვირიანი რეაბილიტაცია

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 15:28|bm.ge

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც მოსწავლეები სკოლაში დაბრუნებას და სწავლის გაგრძელებას შეძლებენ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს.

როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ.

კომისიამ იმ სკოლების მდგომარეობაზე იმსჯელა, რომელთა შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სექტემბერში დასკვნები მოამზადა. სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში სკოლების შენობების მდგომარეობა დამატებით შეფასდება და შესაბამისი გადაწყვეტილებები ექსპერტიზის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება.

21-ე საჯარო სკოლაში ჩატარებული დამატებითი შეფასებით დადგინდა, რომ შენობაში კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს დღეებში დაიწყებენ. მათ ექსპერტები გაუწევენ ზედამხედველობას.

„შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელმა შეფასებამ აჩვენა, რომ 21-ე საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად არის ჩასატარებელი, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება. ამის შემდეგ მოსწავლეები სკოლაშიდაბრუნდებიან, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, შენობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგის პირობებში, გაგრძელდება. ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, შენობის დაზიანების კატეგორიიდან გამომდინარე, არსებულ შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. განათლების სამინისტრომ მოსწავლეებს სწავლის ალტერნატიულ სკოლაში გაგრძელება შესთავაზა. პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდი მისაქციელში ახალი სკოლის მშენებლობას განახორციელებს,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ 2026-2027 სასწავლო წლის ბოლომდე სწავლა ისევ 21-ე სკოლის შენობაში გააგრძელონ. ამ პერიოდში შენობის მდგომარეობას მუდმივად დააკვირდებიან.

ამის შემდეგ, ზაფხულიდან, სკოლაში უკვე სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყება. ამ ეტაპზე კი მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება ალტერნატიულ შენობაში მოუწევთ.

რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, აქ გადაწყვეტილება განსხვავებულია. დამატებითი შეფასების მიხედვით, არსებული დაზიანებების გამო შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ მოსწავლეებს სწავლის ალტერნატიულ სკოლაში გაგრძელებას სთავაზობენ, პარალელურად კი მუნიციპალური განვითარების ფონდი მისაქციელში ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სკოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • ავარიული შენობის გამო 42-ე სკოლაში სწავლა ჩერდება – მოსწავლეები 51-ე სკოლაში გადაჰყავთფორმულა
  • სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
  • ოქტომბერში GCCA-ს საგანმანათლებლო შეხვედრები 15 საჯარო სკოლაში გაიმართარუსთავი 2
  • აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანიტვ პირველი
სკოლის →

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE