მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 216 დასაქმებული და ₾11.4 მლნ ხელფასებზე – როგორია იურიდიული დახმარების სამსახურის საშტატო ნუსხა?
216 დასაქმებული და ₾11.4 მლნ ხელფასებზე – როგორია იურიდიული დახმარების სამსახურის საშტატო ნუსხა?

216 დასაქმებული და ₾11.4 მლნ ხელფასებზე – როგორია იურიდიული დახმარების სამსახურის საშტატო ნუსხა?

BM.GE5 სექტემბერი, 2026, 19:39|bm.ge

საქართველოს მთავრობამ სსიპ "იურიდიული დახმარების სამსახურის" ახალი საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცა - ამის შესახებ ცნობილი მთავრობის განკარგულებით ხდება.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, უწყებაში სულ 216 საშტატო ერთეულია გათვალისწინებული, ხოლო წლიური სახელფასო ფონდი 11 მილიონ 430 ათას 720 ლარს (თვეში – 952 560 ლარი) შეადგენს.

საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარით არის განსაზღვრული.

იურიდიული დახმარების სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები:

თანამდებობა საშტატო რიცხოვნობა ყოველთვიური ანაზღაურება (ლარი) წლიური ხელფასი(ლარი) დირექტორი 1 9 840 118 080 დირექტორის პირველი მოადგილე 1 8 400 100 800 დირექტორის მოადგილე 1 8 400 100 800 დეპარტამენტის უფროსი 4 6 080 291 840 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 2 5 760 138 240 შიდა აუდიტის მენეჯერი 1 5 280 63 360 სამსახურის უფროსი 1 5 280 63 360 ბიუროს მენეჯერი 15 5 280 950 400 მენეჯერი 8 4 960 476 160 მთავარი ბუღალტერი 1 4 960 59 520 ბუღალტერი 1 4 480 53 760 იურისტი 6 4 480 322 560 იურისტ-ანალიტიკოსი 3 4 480 161 280 უფროსი სპეციალისტი 1 4 480 53 760 სპეციალისტი 4 4 480 215 040 საქმისმწარმოებელი 2 4 000 96 000 სპეციალისტი 3 4 000 144 000 ადვოკატი 128 4 480 6 881 280 კონსულტანტი 33 2 880 1 140 480 სულ 216 952 560 11 430 720

სსიპ "იურიდიული დახმარების სამსახური" მოქალაქეებისთვის უფასო საადვოკატო დახმარებას უზრუნველყოფს. სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილია, რომელიც თანამდებობაზე მიმდინარე წლის 1 მაისს დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ "იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში შესული ცვლილებებით, სამსახური უშუალოდ პრემიერ-მინისტრის წინაშე გახდა ანგარიშვალდებული და პრემიერსვე მიენიჭა დირექტორის დანიშვნისა და მოხსნის დისკრეცია. მანამდე მოქმედი კანონმდებლობით, იურიდიული დახმარების სამსახური არ ექვემდებარებოდა არცერთ აღმასრულებელ ორგანოს და ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშე იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანეთში სექტემბრის რეკორდული ტემპერატურა – 45.7°C დაფიქსირდა

ესპანეთში სექტემბრის რეკორდული ტემპერატურა – 45.7°C დაფიქსირდა

BM.GE

მუნიციპალიტეტებში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

მუნიციპალიტეტებში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

BM.GE

4 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

4 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

BM.GE

ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou” 11 ქართული კომპანია მონაწილეობს - სამინისტრო

ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou” 11 ქართული კომპანია მონაწილეობს - სამინისტრო

BM.GE