ორიგინალი
4 ბანკი ზარალზეა, 16 - მოგებაზე | საბანკო სექტორის 10 თვის ფინანსური შედეგები
BM.GE·13:18

4 ბანკი ზარალზეა, 16 - მოგებაზე | საბანკო სექტორის 10 თვის ფინანსური შედეგები

25 ნოემბერი, 2026 · 13:18

საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის 10 თვეში 3.23 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. როგორც მათ მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის იანვარ-ოქტომბრის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, მოგება წლიურ ჭრილში 541 მილიონი ლარით, ანუ 20%-ით არის გაზრდილი (2025 წლის 10 თვეში სექტორის წმინდა მოგება 2.69 მილიარდი ლარი იყო). ამასთან, 20 ბანკიდან 16 მოგებაზეა, 4 კი - ზარალზე.

ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 1.62 მილიარდი ლარის მოგება „საქართველოს ბანკს“ აქვს, რაც წლიურად 20%-იან ზრდას უტოლდება. მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“ 1.19 მილიარდი ლარით (+17% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას „ბაზისბანკი“ იკავებს 119.3 მილიონი ლარით (+36%), ხოლო „ლიბერთი ბანკის“ მოგება წლიურ ჭრილში 3%-ით, 108.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2026 წლის აპრილიდან „ლიბერთი ბანკი“ „ბაზისბანკის“ საკუთრებაში გადავიდა. ჯერჯერობით „ლიბერთი“ დამოუკიდებლად ფუნქციონირებას განაგრძობს, მომავალში კი ამ ბანკების შერწყმაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან: პეისერა ბანკი, ჰეშბანკი, ვითიბი საქართველო და სილქ ბანკი.

# ბანკები 2026 წლის იანვარ-ოქტომბრის მოგება (მლნ ლარი) ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 1 საქართველოს ბანკი 1615.1 მილიონი; 20% 2 თი–ბი–სი ბანკი 1185.9 მილიონი; 17% 3 ბაზის ბანკი 119.3 მილიონი; 36% 4 ლიბერთი ბანკი 108.6 მილიონი; 3% 5 კრედო ბანკი 79.3 მილიონი; 7% 6 ქართუ ბანკი 35.1 მილიონი; -2% 7 პროკრედიტ ბანკი 32.8 მილიონი; 30% 8 ტერა ბანკი 27.8 მილიონი; 11% 9 ხალიკ ბანკი 20.9 მილიონი; 29% 10 იშ ბანკ 13.2 მილიონი; 8% 11 პეივბანკი 12.1 მილიონი; 1099% 12 მიკრობანკი კრისტალი 10.8 მილიონი; -24% 13 ზირაათ ბანკი 9.2 მილიონი; 61% 14 პაშაბანკი 7.8 მილიონი; 391% 15 მიკრობანკი ემბისი 3.1 მილიონი; -51% 16 ნეო ქართული ჯგუფი 1.1 მილიონი; ბანკმა საქმიანობის ლიცენზია 2026 წელს მიიღო 17 პეისერა -2 მილიონი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1.2 მლნ ლარის ზარალზე იყო 18 ჰეშბანკი -9.9 მილიონი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 9.1 მლნ ლარის ზარალზე იყო 19 ვი–თი–ბი ბანკი -16.6 მილიონი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 47.6 მლნ ლარის ზარალზე იყო 20 სილქ ბანკი -22.3 მილიონი. ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 19.7 მლნ ლარის ზარალზე იყო

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 4 ბანკი ზარალზეა, 16 - მოგებაზე | საბანკო სექტორის 10 თვის ფინანსური შედეგები

თემა: შედეგები

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • რუსთავი 2·13:03
    Skillwill-ის დამფუძნებელი: ვხედავთ, როგორ გაიზარდა სტუდენტების ინტერესი და განსაკუთრებით მახარებს, რომ წლის მთავარი შედეგების ჩამონათვალშია ხუთი ახალი სადიპლომო პროგრამა, რომელიც ამდიდრებს პროფესიული განათლების სისტემას
  • ფორმულა·12:30
    ზელენსკი იმედოვნებს, აშშ-ის არჩევნების შედეგები დახმარების გაზრდაზე იმოქმედებს
  • ნეტგაზეთი·11:31
    “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასება
  • ტვ პირველი·10:26
    ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლულა და სილვამ მეოთხედ გაიმარჯვა - ბოლსონარუ შედეგების გაუქმებას მოითხოვს
შედეგები

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:52

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო
BM.GE·19:42

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს
BM.GE·19:31

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"
BM.GE·19:22

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.