მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "4%-იანი გადასახადი ზედმეტი ტვირთია, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს" - "თბილისის თიზი"
"4%-იანი გადასახადი ზედმეტი ტვირთია, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს" - "თბილისის თიზი"

"4%-იანი გადასახადი ზედმეტი ტვირთია, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს" - "თბილისის თიზი"

BM.GE3 ივლისი, 2026, 01:23|bm.ge

"4%-იანი გადასახადი ზედმეტი ტვირთია, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს", - ამის შესახებ BMG-სთან თბილისის თავისუფალი ზონის მმართველი პარტნიორი სოსო ნიბლაძე აცხადებს.

სოსო ნიბლაძის შეფასებით, დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩო გარკვეულწილად ართულებს უცხოური კომპანიებისთვის საქართველოში ოპერირების პროცესს. მისი თქმით, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, კვლავ რჩება ტექნიკური შეფერხებები და პოლიტიკის დონის საკითხები, რომლებიც ცვლილებას საჭიროებს.

„საკანონმდებლო ნაწილში რჩება პრობლემები - ჩვენ ვითხოვთ მაქსიმალურად ბევრს იმისთვის, რომ პირობები შევუმსუბუქოთ კომპანიებს. საუბარია სხვადასხვა ტიპის უცხოურ, კომპანიებზე, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან და მაქსიმალურად მარტივ პირობებში სურთ თავიანთი ოპერაციების გამართვა. ამ პროცესში, როდესაც ხდება ტექნიკური შეფერხებები, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კოორდინაცია, ბევრ რაღაცაში, ბევრი მიმართულებით გვაქვს პროგრესი, რაღაცები მარტივდება, თუმცა ისევ და ისევ არსებობს საკითხები საგადასახადო პოლიტიკის დონეზე, რომელიც, მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შეიცვალოს. რაც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი და მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს“ - აცხადებს სოსო ნიბლაძე BMG-სთან.

მისივე თქმით, ყველაზე დიდ პრობლემა 4%-იან გადასახადია, რომელიც თავისუფალი ზონიდან ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციას ეხება. ნიბლაძე მიიჩნევს, რომ ეს რეგულაცია არ შეესაბამება ინვესტორთა ინტერესებს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად ზედმეტი ტვირთია და აბსოლუტურად, არ შეესაბამება იმ ინტერესებს რაც კომპანიებს აქვთ. შეიძლება, 4%-იანი გადასახადი ბევრი არ იყოს, თუმცა, ეს არც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის არის გადამწყვეტი.

საქართველოში ინვესტორი იმისთვის შემოდის, რომ გარკვეულწილად, რაღაც პროდუქციის ნაწილის გაყიდვა საქართველოში უნდა. ან პირიქით - სურს გარკვეული პროდუქცია საქართველოში შეიძინოს. თუმცა, ეს ვერ ხერხდება, როდესაც 4%-იანი ბარიერი მუშაობს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა ინდუსტრიაზე გვინდა მოხსნა - ჩვენ ვამბობთ, დავასტიმულიროთ ის ინდუსტრიები, რომლებიც საქართველოში ამ ეტაპზე, განვითარებული არ არის და მოვხსნათ ეს 4%. ეს მნიშვნელოვანი იქნება და ბიზნესს დაეხმარება. გარდა ამისა, ტექნიკურ დონეზე, გარკვეულწილად რაღაც, „მინი ბიუროკრატიასთან“ გვაქვს შეხება, რომელიც კარგი იქნება, რომ შეიცვალოს, ვინაიდან, ესეც დაეხმარება და გააჯანსაღებს კომპანიების საოპერაციო გარემოს“ - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, დღესდღეობით, საქართველოს ტერიტორიაზე 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს:

• ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; • ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; • ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; • თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონელი გადის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის პროცედურით ან რეექსპორტით, ხოლო, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს საქონლის შეტანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შეტანისას გამოიყენება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურა. ამასთან, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის მიმართ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის გამოყენებისას ეს საქონელი, ოდენობის მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • თბილისში წვიმის შედეგად დაზიანებული ქუჩები გაწმენდილიაიმედი
  • თბილისში, კუკიის სასაფლაოდან მახათასკენ გადასასვლელ გზაზე მიწა ჩამოიშალაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში 93 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა | 6 თვის სტატისტიკა

საქართველოში 93 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა | 6 თვის სტატისტიკა

BM.GE

ირანის პარლამენტი უცხოური გავლენის შეზღუდვაზე მუშაობს - იკრძალება ამერიკულ მედიასთან კომუნიკაცია

ირანის პარლამენტი უცხოური გავლენის შეზღუდვაზე მუშაობს - იკრძალება ამერიკულ მედიასთან კომუნიკაცია

BM.GE

ატმის იმპორტი გასამმაგდა, ექსპორტი კი 4-ჯერ შემცირდა

ატმის იმპორტი გასამმაგდა, ექსპორტი კი 4-ჯერ შემცირდა

BM.GE

17 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

17 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE