მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა | ბაღების სააგენტოს განცხადება
7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა | ბაღების სააგენტოს განცხადება

7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა | ბაღების სააგენტოს განცხადება

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 14:11|bm.ge

7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა - ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადება:

თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.

სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • განსაკუთრებული სამზადისი თბილისის ახალ ზოოპარკში - ნიამორების ისტორიულ არეალში დაბრუნების უნიკალური პროცესი "კურიერი P.S."-ის ობიექტივშირუსთავი 2
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შემაშფოთებელიაფორმულა
  • პროტესტი მე-10 საჯარო სკოლასთან - მშობლები სასწავლო პროცესის დროულად აღდგენას ითხოვენტვ პირველი
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

Odoo-ს ახალი პარტნიორი საქართველოში: Caucasus ERP კავკასიის ბიზნესს ERP სისტემის დანერგვას სთავაზობს

Odoo-ს ახალი პარტნიორი საქართველოში: Caucasus ERP კავკასიის ბიზნესს ERP სისტემის დანერგვას სთავაზობს

BM.GE

2025 წელს ქვეყანაში მეცნიერულ კვლევებზე ₾282 მლნ ლარი დაიხარჯა | საქსტატი

2025 წელს ქვეყანაში მეცნიერულ კვლევებზე ₾282 მლნ ლარი დაიხარჯა | საქსტატი

BM.GE

„ლოტუს იმპექტ ფაინენსი“ მიკრობანკ „კრისტალის“ წილს ყიდულობს

„ლოტუს იმპექტ ფაინენსი“ მიკრობანკ „კრისტალის“ წილს ყიდულობს

BM.GE

თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა

BM.GE