მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 8 თვეში საქართველომ რუსეთში $102 მილიონის ღვინო გაიტანა - სტატისტიკა
8 თვეში საქართველომ რუსეთში $102 მილიონის ღვინო გაიტანა - სტატისტიკა

8 თვეში საქართველომ რუსეთში $102 მილიონის ღვინო გაიტანა - სტატისტიკა

BM.GE10 ოქტომბერი, 2026, 21:39|bm.ge

საქართველოსთვის ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზრად რუსეთი რჩება. წელს, ქვეყნის მიერ ექსპორტირებული მოცულობის 67%-მდე სწორედ რუსეთზე მოდის.

კერძოდ, 2026 წლის 8 თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 102.2 მლნ დოლარის 34 898 ტონა ღვინო გავიდა. ამავე პერიოდში, ჯამურად ღვინის ექსპორტი 163.6 მლნ აშშ დოლარის 52 419 ტონა იყო.

ეს კი იმ ფონზე, რომ წელს რუსეთში ღვინის ექსპორტის მოცულობამ 7%-იანი, ღირებულებამ კი 1%-იანი კლება აჩვენა.

ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყანა იანვარ-აგვისტოში ასე გამოიყურებოდა:

• რუსეთი - 102.196 მლნ აშშ დოლარის (34 898 ტონა) • პოლონეთი - 10.697 მლნ აშშ დოლარის (4 092 ტონა) • უკრაინა - 7.505 მლნ აშშ დოლარის (2 714 ტონა) • ჩინეთი - 6.279 მლნ აშშ დოლარის (2 149 ტონა) • ყაზახეთი - 5.007 მლნ აშშ დოლარის (1 494 ტონა) • გერმანია - 4.904 მლნ აშშ დოლარის (1 018 ტონა) • ბელარუსი - 4.243 მლნ აშშ დოლარის (1 537 ტონა) • აშშ - 3.623 მლნ აშშ დოლარის (615.8 ტონა) • ლატვია - 3.281 მლნ აშშ დოლარის (747.4 ტონა) • თურქეთი - 2.330 მლნ აშშ დოლარის (393.3 ტონა)

ამასთან, ღვინო ნომერ პირველი პროდუქტია, რომელსაც საქართველო რუსეთში ყიდის. კიდევ ერთი მსხვილი საექსპორტო კატეგორია კი მინერალური და მტკნარი წყლებია, რომლის ექსპორტმა 8 თვეში 55.8 მლნ დოლარს მიაღწია.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა. რუსული მედიის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა გამოავლინა გაყიდვისთვის აკრძალული სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით. RBC წერს, რომ აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქტებს:

• „თელიანის ველის“ წარმოების ღვინო; • „თბილღვინოს“ წარმოების ღვინო; • „ასკანელი ძმების“ წარმოების ღვინო და კონიაკი; • „ვაინმენის“ წარმოების ღვინო; • „საქართველოს ლუდის კომპანიის“ წარმოების ლუდი; • საქართველოში წარმოებული გაზიანი უალკოჰოლო სასმელი - Coca-Cola; • „ჰელსი უოთერის“ მიერ წარმოებული მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 255 სტატია.

  • ზელენსკი: რუსეთმა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის მადლიერება დაბომბვით გამოხატაფორმულა
  • რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენნეტგაზეთი
  • ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპიტვ პირველი
  • Financial Times: ესტონეთს, „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავსიმედი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

[სესხის პირობების გამკაცრებას] კონკრეტული ადამიანებისთვის დიდი ეფექტი ექნება - საბანკო ასოციაცია

[სესხის პირობების გამკაცრებას] კონკრეტული ადამიანებისთვის დიდი ეფექტი ექნება - საბანკო ასოციაცია

BM.GE

"რა თქმა უნდა [სალომე ზურაბიშვილს] არ უნდა, ეს პასუხისმგებლობა აიღოს" - პრემიერი ნანა ყეინიშვილის საქმეზე

"რა თქმა უნდა [სალომე ზურაბიშვილს] არ უნდა, ეს პასუხისმგებლობა აიღოს" - პრემიერი ნანა ყეინიშვილის საქმეზე

BM.GE

"საქართველო ევროკავშირს არ უსმენს, ჩვენი ყველა მოწოდება უგულებელყოფილია" - პაველ ჰერჩინსკი

"საქართველო ევროკავშირს არ უსმენს, ჩვენი ყველა მოწოდება უგულებელყოფილია" - პაველ ჰერჩინსკი

BM.GE