მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 800-ზე მეტმა კომპანიამ დასაქმების სააგენტოს 14 611 ვაკანსია მიაწოდა - წლიური ანგარიში
800-ზე მეტმა კომპანიამ დასაქმების სააგენტოს 14 611 ვაკანსია მიაწოდა - წლიური ანგარიში

800-ზე მეტმა კომპანიამ დასაქმების სააგენტოს 14 611 ვაკანსია მიაწოდა - წლიური ანგარიში

BM.GE11 მაისი, 2026, 12:29|bm.ge

2025 წელს დასაქმების სააგენტოს 800-ზე მეტმა დამსაქმებელმა მიმართა. მათ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწოდებულ იყო 14 611 თავისუფალი სამუშაო ადგილი. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ირკვევა, ვაკანტური ადგილები ჭარბობდა მომსახურებისა და გაყიდვების სფერო.

"2025 წელს ვაკანსიების საერთო რაოდენობა კვლავ მაღალია, რაც მიუთითებს, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნა სამუშაო ძალაზე კვლავ შენარჩუნებულია და საშუამავლო მომსახურების მიწოდების კომპონენტი კვლავ წარმოადგენს დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის დაკავშირების მნიშვნელოვან მექანიზმს.

ამასთან, 2025 წელს შრომის ბაზარზე გამოცხადებული ვაკანსიები მიუთითებს მოთხოვნის გადანაცვლებაზე უფრო მაღალი კვალიფიკაციისა და ტექნიკური პროფესიების მიმართულებით, მაშინ, როდესაც ოფისის დამხმარე ადმინისტრაციულ პოზიციებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია", - წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 4 684 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის: 2 454 ქალი, 1 423 ახალგაზრდა, 181 შშმ პირი, 282 დევნილი, 1722 სოციალურად დაუცველი.

2025 წელს ჩატარდა 6 დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 203 დამსაქმებელმა და 900-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა. საშუამავლო მომსახურების და დასაქმების ფორუმების შედეგად დასაქმებულია 1 877 სამუშაოს მაძიებელი.

"2025 წელს დასაქმებული სამუშაოს მაძიებლების რაოდენობა გაიზარდა 2024 წელთან შედარებით (15%), რაც მიუთითებს საშუამავლო მომსახურების ეფექტიანობაზე და აჩვენებს საშუამავლო მომსახურების მიწოდების კომპონენტის დადებით გავლენას შრომის ბაზარზე.

ამასთან, 2025 წელს თავისუფალ სამუშაო ადგილზე სამუშაოს მაძიებელთა სტაჟირების კომპონენტში ჩაერთო 42 დამსაქმებელი და 224 სტაჟიორი.

“2025 წელს სტაჟირების კომპონენტში ჩართული დამსაქმებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (110%). ზრდა განსაკუთრებით შეინიშნება რეგიონებში, რაც მიუთითებს პროგრამის გეოგრაფიულ გაფართოებასა და დამსაქმებლების ინტერესის ზრდაზე.

სტაჟიორების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა, ხოლო სტაჟირების კომპონენტი გავრცელდა ახალ რეგიონებშიც, რაც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებლების ხელმისაწვდომობას პროფესიული გამოცდილების მიღებაზე და შრომის ბაზარზე მათი ინტეგრაციის გაძლიერებას",- წერია ანგარიშში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

თვითმმართველ ქალაქებს გარე რეკლამებიდან შემოსავლის მიღება და რეგულირება შეეძლებათ - კანონპროექტი

თვითმმართველ ქალაქებს გარე რეკლამებიდან შემოსავლის მიღება და რეგულირება შეეძლებათ - კანონპროექტი

BM.GE

I კვარტალში საზღვარგარეთ მოგზაურობის ხარჯები ₾629 მლნ-მდე გაიზარდა - რაზე ხარჯავდნენ ვიზიტორები?

I კვარტალში საზღვარგარეთ მოგზაურობის ხარჯები ₾629 მლნ-მდე გაიზარდა - რაზე ხარჯავდნენ ვიზიტორები?

BM.GE

რა რისკები არსებობს უძრავი ქონების ბაზარზე? - ოთარ ნადარაიას შეფასება

რა რისკები არსებობს უძრავი ქონების ბაზარზე? - ოთარ ნადარაიას შეფასება

BM.GE