მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

BM.GE3 ივნისი, 2026, 10:37|bm.ge

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღო.

"ბათუმელები" წერს, რომ მენეჯმენტი გადაწყვეტილების მიზეზად ტელევიზიაში მიმდინარე რეორგანიზაციას ასახელებს, თავად ჟურნალისტები კი მომხდარს კრიტიკული აზრის ჩახშობასა და ხელისუფლების მიმართ მათ პოზიციას უკავშირებენ.

გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არიან: ირინა ყურუა — გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი; მაია მერკვილაძე — რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი; თეონა ხარაბაძე — ჟურნალისტი;ლევან ურიდი — ჟურნალისტი; სალომე გეგეშიძე — ჟურნალისტი.

გამოცემა „ბათუმელებთან“ საუბარში ირინა ყურუა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია სამი თვის წინ იყო ცნობილი, თუმცა 3 ივნისს მიღებულ მეილში მას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შეატყობინეს და სექტემბერში დაგეგმილ კონკურსში მონაწილეობა შესთავაზეს. ყურუას თქმით, გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სტრუქტურული ცვლილებები და ოპტიმიზაციის ახალ ბადეში მისი გადაცემის ვერმოძებნა დასახელდა.

„მე ასე ვფიქრობ, რომ არ უნდათ კრიტიკული აზრი ისმოდეს ტელევიზიიდან, რადგან ამ გადაცემიდან მაყურებელი ისმენდა განსხვავებულ და კრიტიკულ აზრებს. ისმოდა კრიტიკული კითხვები, რაც აუდიტორიისთვის საინტერესო იყო... ჟურნალისტიკა მე ასეთი მგონია და ჩემს სტუდენტებსაც ასე ვასწავლი, რომ უპირველესია კრიტიკული კითხვის დასმა“, — აცხადებს ირინა ყურუა და დასძენს, რომ უფლებების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.

მაუწყებლის დირექტორმა, ირაკლი კიკვაძემ "ბათუმელების" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, თუმცა წერილობით განმარტებაში აღნიშნა, რომ პროცესი სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობს. მისი თქმით, ახალმა გუნდმა მოსვლისთანავე დაიწყო შიდა გამოწვევების შესწავლა, რის გამოც ინფრასტრუქტურული და სხვა მიზეზებით რამდენიმე გადაცემის გაუქმება და თანამშრომლებთან დამშვიდობება მოუწიათ.

„ამ მიმართულებითაც გვაქვს სამომავლო გეგმები და ადამიანებს მიეცემათ საშუალება საეთერო დროის გამოყენების, როცა ამის პირობები იქნება“, - აცხადებს კიკვაძე.

მაუწყებლის დირექტორს არ დაუკონკრეტებია, აღნიშნული 5 ადამიანის გარდა, კიდევ რამდენმა თანამშრომელმა მიიღო გათავისუფლების შეტყობინება ან ჯამში რამდენი ადამიანის დაითხოვას გეგმავს მენეჯმენტი რეორგანიზაციის ფარგლებში.

2026 წელს აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი 22.7 მილიონ ლარს შეადგენს. მაუწყებელში 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინა და მოლდოვა EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 15 ივნისს დაიწყებენ - POLITICO

უკრაინა და მოლდოვა EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 15 ივნისს დაიწყებენ - POLITICO

BM.GE

EBRD აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში წელს 2.8%-იან ზრდას ელის - უახლესი პროგნოზები

EBRD აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში წელს 2.8%-იან ზრდას ელის - უახლესი პროგნოზები

BM.GE

მაისში წლიური ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა

მაისში წლიური ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა

BM.GE

თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაძარცვის მცდელობისთვის 4 პირი დააკავეს

თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაძარცვის მცდელობისთვის 4 პირი დააკავეს

BM.GE