მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს
"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

BM.GE30 ივლისი, 2026, 22:23|bm.ge

2026 წლის მეორე კვარტალში (აპრილი–ივნისი) საქართველოში Meta-ს პლატფორმებზე (Facebook, Instagram) განთავსებული პოლიტიკური და სოციალური რეკლამების ბაზარი თითქმის სრულად მმართველმა გუნდმა და მასთან დაკავშირებულმა აქტორებმა დაიკავეს.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში დახარჯული $346,411-დან, "ქართული ოცნების", სახელმწიფო უწყებებისა და მმართველი გუნდის სატელიტი პარტიების ჯამური წილი 80%-ს აღემატება.

კვლევის თანახმად, მმართველი პარტიისა და სამთავრობო სექტორისა დანახარჯებმა თითქმის $280,000 შეადგინა; სატელიტი პარტიების, მათ შორის "ხალხის ძალის" ხარჯების ჩათვლით კი, რეკლამებში დახარჯული ჯამური თანხა დაახლოებით $295,000-ს აღწევს.

სეგმენტი / ჯგუფი დახარჯული თანხა ($) წილი მთლიან ბიუჯეტში (%) რეკლამების რაოდენობა დინამიკა (I კვარტალთან) "ქართული ოცნება" და წევრები $146,746 43.3% 1,729 +47% მთავრობა და საჯარო უწყებები $130,562 37.5% 2,782 +34%

რაც შეეხება სამთავრობო ხარჯებს, II კვარტალში საჯარო უწყებებმა 2,782 დასპონსორებული პოსტი გამოაქვეყნეს, ხოლო მათმა ხარჯმა წინა კვარტალთან შედარებით 34%-ით მოიმატა.

• საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი: $50,000-მდე ბიუჯეტით ქვეყანაში მეორე ადგილზეა "ქართული ოცნების" ოფიციალური გვერდის შემდეგ. მთავრობის გვერდზე დღეში საშუალოდ 10 ახალი დასპონსორებული პოსტი თავსდებოდა. • სამინისტროები: სარეკლამო ხარჯების ზრდით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მხოლოდ პოლიტიკური პარტიების სეგმენტს თუ განვიხილავთ, "ქართულ ოცნებას" კონკურენტი პრაქტიკულად არ ჰყოლია. პარტიამ და მისმა ინდივიდუალურმა პოლიტიკოსებმა Meta-ს პლატფორმებზე $150,000-მდე დახარჯეს, რაც ყველა ქართული პოლიტიკური პარტიის მიერ გაღებული ჯამური სარეკლამო ხარჯის 84%-ზე მეტია.

ISFED-ის ანგარიშში ხაზგასმულია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ძალების ("ხალხის ძალა", "ერთიანი ნეიტრალური საქართველო", "ევროპელი სოციალისტები") გააქტიურება.

მათმა ჯამურმა სარეკლამო დანახარჯმა $15,893 შეადგინა. პირველ კვარტალთან შედარებით მათი დანახარჯი 3.7-ჯერ გაიზარდა, რის შედეგადაც "ხალხის ძალამ" და "ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" პარტიების სარეკლამო რეიტინგში II და III ადგილები დაიკავეს (უშუალოდ "ქართული ოცნების" შემდეგ).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • დავით მათიკაშვილი ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე: სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ცალკეული ქვეყნები, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ამით პრაქტიკულად ქვეყნის სუვერენიტეტი ეჭვის ქვეშ დააყენა, უკან იწვევენ ამ აღიარებებსიმედი
  • ირაკლი კობახიძე: "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები - ამ ქვეყნის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობის სწორად დაგეგმვარუსთავი 2
ოცნების →

მსგავსი სტატიები

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE

დამნაშავედ ცნეს პირი, რომელიც გარდაბანში 260 წვრილფეხა საქონელს მოტყუებით დაეუფლა

დამნაშავედ ცნეს პირი, რომელიც გარდაბანში 260 წვრილფეხა საქონელს მოტყუებით დაეუფლა

BM.GE