მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აღსრულების ბიურო თბილისში ირანული კომპანიის მშენებარე 23-სართულიან სასტუმროს შენობას ყიდის
აღსრულების ბიურო თბილისში ირანული კომპანიის მშენებარე 23-სართულიან სასტუმროს შენობას ყიდის

აღსრულების ბიურო თბილისში ირანული კომპანიის მშენებარე 23-სართულიან სასტუმროს შენობას ყიდის

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 04:00|bm.ge

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის N150-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობა ელექტრონულ აუქციონზე 6.486 მლნ ლარად იყიდება.

ქონება შპს „სვით როიალს“ ეკუთვნის, რომლის პარტნიორებიც და დირექტორიც ირანის მოქალაქეები არიან. ადგილზე ამავე სახელწოდების ბრენდით სასტუმრო შენდება.

ქონების განმკარგავი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროა. აუქციონი 21 სექტემბერს დაიწყო და 29 სექტემბერს 16:00 საათზე დასრულდება. საწყისი ფასი 6.48 მლნ ლარია, ერთი ბიჯის ოდენობა 86 480 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხა 432 400 ლარს შეადგენს.

სარეალიზაციო ქონება მოიცავს 1 525 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ დაურეგისტრირებელ, დაუსრულებელ მრავალსართულიან შენობა-ნაგებობას. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღწერით, 2026 წლის 24 ივლისის მდგომარეობით, ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. არსებული ნაგებობის წინა მხარეს შვიდი სართულის კარკასია მოწყობილი, უკანა ნაწილში კი ნაკლები სართულია. შენობას ასევე აქვს ორი მიწისქვეშა სართული, ხოლო მიწის ქვაბული ამოვსებული არ არის.

ქონების მფლობელი შპს „სვით როიალი“ 2017 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 61.668%-იანი წილის მფლობელი ირანის მოქალაქე ამირ ამინზადეჰია. 16.666%-ს ჰამედ ნაჯაფი ფლობს, 16.666%-ს ღოლამრეზა იეკტაფარასთი, ხოლო 5%-ს იაღობ ზარეი. კომპანიის იურიდიული მისამართი თბილისში, სოფელ დიღომშია.

კომპანიის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 23-სართულიანი სასტუმროს მოწყობა იგეგმებოდა. პროექტი ითვალისწინებს ორ მიწისქვეშა და 23 მიწისზედა სართულს, მათ შორის რესტორანს, საოფისე და საკონფერენციო სივრცეებს, სასტუმროს ნომრებს, გამწვანებულ ტერასას, ფიტნეს-ცენტრსა და საცურაო აუზს. პროექტის აღწერაში ასევე მითითებულია კაზინოს განთავსება ერთ-ერთ მიწისქვეშა სართულზე. დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ინვესტიციის მოცულობა 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. ფოტოსურათების თანახმად, ობიექტის მშენებლობა ამჟამად გაჩერებულია.

სასტუმროს რენდერები:

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 166 სტატია.

  • თბილისი გაფართოების ანგარიშს ტენდენციურად აფასებს და პასუხს აანონსებსნეტგაზეთი
  • აღმოჩენილია ძაღლების ახალი სამარხები თბილისში - ცხოველთა უფლებადამცველებმა მას დიღომში მიაგნესტვ პირველი
  • თბილისში, სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულიარუსთავი 2
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისში →

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

BM.GE

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

BM.GE