
მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მოემზადოს – ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.
გამოცემის წყაროებით თქმით, რუბიომ თანამდებობის დატოვების შესახებ თეთრის სახლის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუბიო, შესაძლოა, შეეცადოს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან, კერძოდ, ირანთან ომისგან, დისტანცირებას, რათა გააძლიეროს თავისი პოზიცია, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების პოტენციური კანდიდატის.
„რუბიოს გადადგომა და ადმინისტრაციის დატოვება სრულიად ლოგიკურია. რუბიო ამჟამად რესპუბლიკელების წამყვანი კანდიდატია. ის აშკარად უსწრებს ვენსს. თუმცა ვიდრე სახელმწიფო მდივანია, მას არ შეუძლია კენჭისყრა და ადმინისტრაციასთან ნებისმიერი კავშირი მხოლოდ მის პერსპექტივებს დააზარალებს“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას.
იქამდე კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არჩევნებში რესპუბლიკელთა დამარცხების მიზეზი ირანში ომია. ვენსის ეს განცხადება ექსპერტთან ნაწილმა აღიქვა, როგორც მცდელობა ტრამპისგან დისტანცირდეს და 2028 წლის არჩევნებისთვის მოემზადოს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შუალედურ არჩევნებში დამარცხდა. არჩევნებში მისმა ოპონენტმა დემოკრატებმა გაიმარჯვეს.
BM.GE
წყარო: bm.ge