
Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?
მიმდინარე ფისკალური წლის მეორე კვარტალში იაპონურმა გეიმინგ გიგანტმა Nintendo-მ Switch 2-ის მხოლოდ 2.67 მილიონი კონსოლი გაყიდა. ოფიციალური ანგარიშის თანახმად, ეს შედეგი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით ნაკლებია და წინა კვარტალში დაფიქსირებულ 3.82 მილიონ ერთეულს ჩამორჩება. როგორც ირკვევა, ჩიპების გაძვირების ფონზე, მოწყობილობის რეალიზაციის მკვეთრი შემცირება პროდუქციაზე ფასების მატებამ განაპირობა.
საყურადღებოა, რომ კონსოლების რეალიზაციის კლებამ გავლენა კომპანიის ფინანსურ შედეგებზეც იქონია. კერძოდ, სექტემბერში დასრულებულ მეორე ფისკალურ კვარტალში Nintendo-ს შემოსავალმა 448.2 მილიარდი იენი ($2.8 მლრდ) შეადგინა, რაც LSEG-ის მიერ პროგნოზირებულ 481.37 მილიარდ იენზე ნაკლებია. ამავე პერიოდში კომპანიის წმინდა მოგება 73.5 მილიარდ იენამდე შემცირდა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები 82.16 მილიარდ იენს ელოდნენ.
ინფორმაციისთვის, გასულ კვარტალში Nintendo-მ Switch 2-ის ფასი აშშ-ში, კანადასა და იაპონიაში გაზარდა. გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი მეხსიერების ჩიპების დეფიციტია, რამაც კომპონენტებზე ფასების უპრეცედენტო ზრდა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, იაპონურმა გიგანტმა მიმდინარე ფისკალური წლის საპროგნოზო მაჩვენებელი უცვლელად დატოვა. კომპანია 2027 წლის მარტამდე ჯამში 16.5 მილიონი კონსოლის გაყიდვას გეგმავს.
BM.GE
წყარო: bm.ge