მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?
Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 05:00|bm.ge

გერმანულმა თავდაცვის გიგანტმა, Rheinmetall-მა სამხედრო კონტრაქტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შეფერხების გამო 2026 წლის ფინანსური პროგნოზი შეამცირა.

კომპანიის განცხადებით, წლიური შემოსავალი ადრე ნავარაუდევი €13.7-€14.2 მილიარდის ნაცვლად, დაახლოებით €13.2 მილიარდს ($14.9 მლრდ.) მიაღწევს. ამასთან, 19%-დან 18.5%-მდე დაიკლებს საოპერაციო მარჟის პროგნოზი. როგორც ირკვევა, ეს კორექტირება გერმანული ჯავშანტრანსპორტიორ Arminius Boxer-ის პროექტის გადავადებასა და საარტილერიო საბრძოლო მასალის გამოცდის შეფერხებას უკავშირდება.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ფინანსური მოლოდინის შემცირების მიუხედავად, მესამე კვარტალში Rheinmetall-ის ძირითადი მაჩვენებლები გაუმჯობესდა. კერძოდ, შემოსავალი წლიურად 32%-ით გაიზარდა და €3.15 მილიარდი შეადგინა. საოპერაციო მოგება 62%-ით, €553 მილიონამდე გაიზარდა, ახალმა შეკვეთებმა კი €2.89 მილიარდი შეადგინა. შედეგად, მესამე კვარტალის ბოლოს კომპანიის შეკვეთების საერთო პორტფელი €78 მილიარდამდე გაიზარდა.

საყურადღებოა, რომ პროგნოზის გაუარესების ფონზე, ევროპულ ბირჟაზე Rheinmetall-ის აქციების ფასი 15%-ით შემცირდა. საინვესტიციო ბანკ RBC-ის ანალიტიკოსებმა კომპანიის განცხადებას „ცალსახად ნეგატიური“ უწოდეს. მათი შეფასებით, სამხედრო პროგრამის გაჭიანურება ტრადიციული თავდაცვითი ტექნოლოგიების მიმართ ინვესტორთა ეჭვებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ეს Rheinmetall-ის მიერ პროგნოზის შემცირების უკვე მეორე შემთხვევაა. აგვისტოში გერმანიამ გააუქმა სამხედრო ხომალდების მშენებლობის გეგმა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომპანიისთვის უმსხვილესი შეკვეთა უნდა ყოფილიყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

BM.GE

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

BM.GE

Google-ი მალაიზიაში $15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

Google-ი მალაიზიაში $15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

BM.GE