მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "აგროპროდუქტის ექსპორტის კუთხით მეტი შესაძლებლობა იხსნება" - სონღულაშვილი უზბეკეთთან მემორანდუმზე
"აგროპროდუქტის ექსპორტის კუთხით მეტი შესაძლებლობა იხსნება" - სონღულაშვილი უზბეკეთთან მემორანდუმზე

"აგროპროდუქტის ექსპორტის კუთხით მეტი შესაძლებლობა იხსნება" - სონღულაშვილი უზბეკეთთან მემორანდუმზე

BM.GE3 ივლისი, 2026, 17:30|bm.ge

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. როგორც მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ქართული აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის კუთხით კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები იხსნება.

ცნობისთვის, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სამი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმებს ხელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბახტიორ საიდოვმა მოაწერეს.

„უზბეკეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გაფორმებულიყო სამი თანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და რადიაციული ნარჩენების მართვის სფეროებში. სამივე მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, თითოეულში განსაზღვრულია თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც აუცილებლად აისახება უზბეკეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობაში. ქართული აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის კუთხით კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები იხსნება, რაც ფერმერების შემოსავლის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმები გარემოსა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით თანამშრომლობას გულისხმობს.

"აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა მოიცავს აგრარული პოლიტიკის, მცენარეთა დაცვის, ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობის, მეცხოველეობისა და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებებს.

გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობა ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების დაცვას, წყლისა და ჰაერის ხარისხის მართვას, ნარჩენების მართვას, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობასა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განვითარებას.

რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით კი, გათვალისწინებულია მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ტექნიკური ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, სპეციალისტების გადამზადება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა", - იტყობინება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ცნობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, თუმცა ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზრდა ძირითადად საქართველოდან უზბეკეთის მიმართულებით ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული. გასული წლის ზრდის შემდეგ, 2026 წლის იანვარ-მაისში უზბეკეთთან სავაჭრო ბრუნვა $90.1 მილიონამდე შემცირდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამ პერიოდში 99.5 მილიონ დოლარს შეადგენდა. 2025 წლის მონაცემებით კი, ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 27.7%-ით 309 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ვაჭრობაში დიდი წილი ექსპორტს უკავია, რაც გასულ წელს 220 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს რიცხვი 49.8%-ით არის გაზრდილი.

უნდა აღინიშნოს, რომ უზბეკეთში ექსპორტირებული საქონლის ათეულში აგროპროდუქტები ვერ ხვდება.

2025 წლის TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

• მსუბუქი ავტომობილები - $77.5 მლნ, 2 658 ცალი; • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $64.3 მლნ, 633 ტონა; • ლიმონათები - $13.2 მლნ, 10 მლნ ლიტრამდე; • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტი - $13 მლნ, 67 ტონა; • მინერალური წყლები - $12.1 მლნ, 13 მლნ ლიტრი; • საფრენი აპარატები - $7 მლნ, 54 ტონა; • შოკოლადები და კაკაოს შემცველი კვების პროდუქტები - $7 მლნ, 820 ტონა; • მედიცინაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები - $3.9 მლნ, 11 ტონა; • ორთოპედიული სამარჯვები - $2.2 მლნ, 1 ტონა; • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, სატკეპნი მანქანები - $1.9 მლნ, 21 ცალი;

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერთან პანორამული პლატფორმის მოწყობა იგეგმება

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერთან პანორამული პლატფორმის მოწყობა იგეგმება

BM.GE

5 ივლისი გაორმაგების დღეა - ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში

5 ივლისი გაორმაგების დღეა - ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში

BM.GE

ნოვოროსიისკში ბენზინი ამოიწურა

ნოვოროსიისკში ბენზინი ამოიწურა

BM.GE

არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით

არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით

BM.GE