მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "აგროთანადაფინანსების ახალი მოდელი ბანკიდან ფულის აღებას ართულებს"|გელა ხანიშვილის შენიშვნები
"აგროთანადაფინანსების ახალი მოდელი ბანკიდან ფულის აღებას ართულებს"|გელა ხანიშვილის შენიშვნები

"აგროთანადაფინანსების ახალი მოდელი ბანკიდან ფულის აღებას ართულებს"|გელა ხანიშვილის შენიშვნები

BM.GE23 მაისი, 2026, 21:55|bm.ge

სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს და აგრობიზნესში დაბრუნებულ გელა ხანიშვილს „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ახალ მოდელთან დაკავშირებით, არაერთი კრიტიკული კითხვა და შენიშვნა აქვს.

მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ ახალ მოდელზე, რომელიც 1-ელი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

გელა ხანიშვილი მიიჩნევს, რომ ახალი მიდგომა ფერმერებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაართულებს და მათ შორის, ბანკების მხრიდან აგროსექტორის დაკრედიტება ნაკლებად მიმზიდველი გახდება.

საქმე ის არის, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მოდელის მიხედვით, პოტენციურ ბენეფიციარს სოფლის განვითარების სააგენტოში 4 ეტაპის გავლა მოუწევს: პირველი - ფერმერული მეურნეობების რეესტრში რეგისტრაცია; მეორე - განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსება; მესამე - "ბიზნესგეგმის" წარდგენა; მეოთხე - შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ ამჟამად, „შეღავათიან აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში, შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული საფინანსო ორგანიზაციები, 1-ელი ივლისიდან, განახლებული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად, სესხის სუბსიდირებისთვის ბანკს მას შემდეგ უნდა მიაკითხოთ, თუ „ბიზნესგეგმა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოიწონეს.

- სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მოწონებული ბიზნესგეგმით ბანკში მისვლა არაფერს წყვეტს. ბანკმა შეიძლება აბსოლუტურად დაიწუნოს ის. მე შეიძლება მივიტანო ბიზნესგეგმა, რომელიც სამინისტროსთვის ძალიან კარგია, მაგრამ არ მქონდეს სათანადო ლიკვიდური აქტივები, არ მქონდეს საკმარისი რესურსი და ბანკისთვის ჩემი პროექტი გადახდისუუნარო აღმოჩნდეს. ამ წლების მანძილზე სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზე ყოველთვის იყო შენიშვნები საზოგადოების, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან. სულ საუბრობდით მონიტორინგსა და ეფექტურ ხარჯვაზე. მე ეფექტურ ხარჯვაზე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ სოფლის მეურნეობაში ფული ძალზე ეფექტიანად იხარჯებოდა. ამის მაჩვენებელია ექსპორტისა და წარმოების ზრდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლოვანებები არ იყო, მაგრამ ექსპორტის მუდმივი, მათ შორის დღევანდელი 20%-იანი ზრდის ტემპი მიანიშნებს, რომ აქამდე განხორციელებული პროექტები სწორი იყო. რა თქმა უნდა, წლების მანძილზე იცვლებოდა სფეროები, ფართოვდებოდა მიმართულებები, ემატებოდა წლები - ეს მუდმივი დინამიკაა. ის, რომ სამინისტრო აძლიერებს ფინანსურ მონიტორინგს, ძალიან კარგია, მაგრამ მე რა კითხვებიც მაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით, ძალიან მარტივია. ჩემი პირველი კითხვაა: ახალი მოდელი ბანკიდან ფულის აღებას ამარტივებს თუ ართულებს?

- თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ამ დრომდე ვიცით?

- მე მგონია, რომ ართულებს, თუმცა ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხი ჯერ არ მომისმენია. თუ ამან ბანკიდან რესურსზე წვდომა გაართულა, ამას პასუხი უნდა გასცეს იმ სრულყოფილმა დოკუმენტმა და მთავრობის დადგენილებამ, რომელსაც მომავალში წავიკითხავთ. ყოველ შემთხვევაში, ვინც ამას წერს, ალბათ მან უნდა გასცეს პასუხი. ძალიან კარგად ვიცნობ სამინისტროს, ეჭვი არ მეპარება მათ კომპეტენციაში, მაგრამ მიმართულება როგორი აქვთ აღებული?! გააჟღერეს, რომ აგროკრედიტის თანადაფინანსების ვადიანობა იცვლება - 48 თვიდან 36 თვემდე მცირდება. აგროკრედიტში სამწლიანი სესხი, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს - 36 თვე არაადეკვატურად ცოტაა დროა. სოფლის მეურნეობაში მრავალწლიანი ბიზნესი, ნებისმიერი მიმართულება - მეცხოველეობა, მეფრინველეობა თუ მეხილეობა, გარდა მებოსტნეობისა (ერთწლიანი კულტურებისა) - მოითხოვს ხანგრძლივ მხარდაჭერას. სამი წელი არის არაადეკვატურად მცირე თანადგომა...

- სახელმწიფო აგროთანადაფინანსების ახალი მოდელი ხომ არ შეამცირებს აგროსექტორის დაკრედიტებას?

- ახალი მოდელი ბანკებისთვის სოფლის მეურნეობის მიმზიდველობას მკვეთრად შეამცირებს. რატომ? იმიტომ, რომ ასაღები სესხის მოცულობა იზრდება. ბანკისთვის გარანტია, რომ მონიტორინგის შემდეგ ფერმერი აუცილებლად მიიღებს დახმარებას, თავიდანვე რისკის ქვეშ დგება. ფერმერის ფინანსურ გეგმაში ადრე რამდენიმე მდგენელი მონაწილეობდა: პირდაპირი გრანტი, პროცენტის სუბსიდირება და „აწარმოე საქართველოდან“ მიღებული გარანტია. ამას ემატებოდა ფერმერის საკუთარი აქტივები. ახალ მოდელში ეს მდგენელი ძალიან დასუსტდა, ბანკში ასაღები კრედიტის მოცულობა კი გაიზარდა. თუ დავთვლით, ეს 2 მილიონი შეიძლება მხოლოდ ბანკის პროცენტის დაფარვას მოხმარდეს. მოდელი კი ისეთი უნდა იყოს, სადაც ფერმერის პირადი დანახარჯი მცირდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უაქციზო სასმელი, თამბაქო, ოქროს ნივთები - 2025 წელს უკანონო ბრუნვიდან ₾40 მილიონის საქონელია

უაქციზო სასმელი, თამბაქო, ოქროს ნივთები - 2025 წელს უკანონო ბრუნვიდან ₾40 მილიონის საქონელია

BM.GE

სექტორში საშუალო ანაზღაურება გაზრდილია და დაახლოებით 1 000 ლარიდან იწყება - ერეკლე კოკაია

სექტორში საშუალო ანაზღაურება გაზრდილია და დაახლოებით 1 000 ლარიდან იწყება - ერეკლე კოკაია

BM.GE

ყაზახეთის სასამართლომ Naftogaz-ს Gazprom-ისგან $1.4 მილიარდის ამოღების უფლება მისცა

ყაზახეთის სასამართლომ Naftogaz-ს Gazprom-ისგან $1.4 მილიარდის ამოღების უფლება მისცა

BM.GE

Estée Lauder-მა Puig-თან გაერთიანების მოლაპარაკებები შეწყვიტა

Estée Lauder-მა Puig-თან გაერთიანების მოლაპარაკებები შეწყვიტა

BM.GE