მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგვისტოში ბათუმში 1235 ბინა გაიყიდა, კლება 4%-ია
აგვისტოში ბათუმში 1235 ბინა გაიყიდა, კლება 4%-ია

აგვისტოში ბათუმში 1235 ბინა გაიყიდა, კლება 4%-ია

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 21:50|bm.ge

ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა შემცირდა. Colliers Georgia -ს მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 4.3%-ით შემცირდა. ჯამში 1,235 ბინა გაიყიდა. რაოდენობრივი კლების მიუხედავად, ბაზრის ზომა კი 2.9%-ით 81 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გადაუსწრო ქართველი მყიდველების წილს და 52% შეადგინა.

ამასთან, მონაცემები აჩვენებს, რომ ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 6.3%-ით შემცირდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 31.4%-ით მოიმატა. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის კლება მხოლოდ პირველად ბაზარზე დაფიქსირდა (-24.2%), მეორეულ ბაზარზე კი მაჩვენებელმა 15.1%-ით მოიმატა.

“ტრანზაქციების რაოდენობის კლება პირველად ბაზარზე შეიძლება აიხსნას 2025 წლის აგვისტოში რამდენიმე პროექტში ერთიანად დარეგისტრირებული ტრანზაქციებით, რამაც გაზარდა გასული წლის მაჩვენებელი”, - მიუთითებს კომპანია.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ბათუმში 2026 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,386 აშშ დოლარი შეადგინა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 16.3%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 12.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

"პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის აგვისტოში ერთ-ერთი ძვირად ღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის გარეშე პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილმა ფასმა 1.2%-ით მოიმატა”- ნათქვამია მიმოხილვაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

BM.GE

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი

BM.GE