მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგვისტოში ბათუმში 1235 ბინა გასხვისდა, კლება 4%-ია
აგვისტოში ბათუმში 1235 ბინა გასხვისდა, კლება 4%-ია

აგვისტოში ბათუმში 1235 ბინა გასხვისდა, კლება 4%-ია

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 21:50|bm.ge

ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა შემცირდა. Colliers Georgia -ს მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 4.3%-ით შემცირდა. ჯამში 1,235 ბინა გაიყიდა. რაოდენობრივი კლების მიუხედავად, ბაზრის ზომა კი 2.9%-ით 81 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გადაუსწრო ქართველი მყიდველების წილს და 52% შეადგინა.

ამასთან, მონაცემები აჩვენებს, რომ ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 6.3%-ით შემცირდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 31.4%-ით მოიმატა. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის კლება მხოლოდ პირველად ბაზარზე დაფიქსირდა (-24.2%), მეორეულ ბაზარზე კი მაჩვენებელმა 15.1%-ით მოიმატა.

“ტრანზაქციების რაოდენობის კლება პირველად ბაზარზე შეიძლება აიხსნას 2025 წლის აგვისტოში რამდენიმე პროექტში ერთიანად დარეგისტრირებული ტრანზაქციებით, რამაც გაზარდა გასული წლის მაჩვენებელი”, - მიუთითებს კომპანია.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ბათუმში 2026 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,386 აშშ დოლარი შეადგინა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 16.3%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 12.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

"პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის აგვისტოში ერთ-ერთი ძვირად ღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის გარეშე პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილმა ფასმა 1.2%-ით მოიმატა”- ნათქვამია მიმოხილვაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ბათუმში, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესფორმულა
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინარუსთავი 2
  • უწმინდესი და უნეტარესი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენსიმედი
  • ისტორიული შენობა გადაღებეს - ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახე შეცვალესტვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი კვერენჩხილაძეს გოგა კიკილაშვილი ჩაანაცვლებს

საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი კვერენჩხილაძეს გოგა კიკილაშვილი ჩაანაცვლებს

BM.GE

ამერიკულმა მედიასაშუალებებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლეს

ამერიკულმა მედიასაშუალებებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლეს

BM.GE

მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე - დავით სონღულაშვილი

მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე - დავით სონღულაშვილი

BM.GE

უკონტაქტო გადახდები, TESLA-ს გასაღები... - რა ღირს ქართული ჭკვიანი ბეჭედი CNICK-ი ადგილობრივ ბაზარზე?

უკონტაქტო გადახდები, TESLA-ს გასაღები... - რა ღირს ქართული ჭკვიანი ბეჭედი CNICK-ი ადგილობრივ ბაზარზე?

BM.GE