მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აკრძალული საღებავები სანელებლებში - რა გამოავლინა სურსათის სააგენტომ?
აკრძალული საღებავები სანელებლებში - რა გამოავლინა სურსათის სააგენტომ?

აკრძალული საღებავები სანელებლებში - რა გამოავლინა სურსათის სააგენტომ?

BM.GE24 ოქტომბერი, 2026, 19:37|bm.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აკრძალული აზო-საღებავები გამოავლინა. უწყების ცნობით, დარღვევის გამო ბიზნესოპერატორებს კონკრეტული პარტიების რეალიზაცია აეკრძალათ და მათი სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა დაევალათ.

სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სულ 44 ნიმუში აიღო, რომელთა ლაბორატორიული კვლევაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა.

კვლევის შედეგად დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:

• წითელი წიწაკა (დამზადების თარიღი: 21.05.2026; ვარგისია: 21.05.2028-მდე) - მწარმოებელი: შპს „Beyza Gida San Tic“. აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV; • სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 21.05.2026; ვარგისია: 21.05.2028-მდე) - მწარმოებელი: შპს „იგოეთი“. აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV; • ფარშის საკმაზი (დამზადების თარიღი: 29.06.2026; ვარგისია: 29.06.2028-მდე) - მწარმოებელი: შპს „დაბი“. აღმოჩნდა Sudan Red G; • სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 15.09.2026; ვარგისია: 15.09.2027-მდე) - მწარმოებელი: შპს „ნთკ 2016“. აღმოჩნდა Sudan I.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, აღნიშნული პარტიების შეძენის შემთხვევაში, არ გამოიყენოს პროდუქტი.

სუდანის ჯგუფის საღებავები მიეკუთვნება ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს, ბუნებრივად სურსათში არ გვხვდება და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. სურსათში მათი გამოყენება (მათ შორის: Sudan I, II, III, IV, Sudan orange G, Sudan Red G, Sudan Red 7 B, Sudan red B) კანონმდებლობით მკაცრად აკრძალულია.

სააგენტოს ინფორმაციით, რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის გამოკვლევა. მიმდინარე მონაცემებით, სააგენტოს მიერ უკვე აღებულია სუნელ-სანელებლის 94 ნიმუში, საიდანაც აკრძალული საღებავები ჯამში 5 შემთხვევაში გამოვლინდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავალიანების გამო, მაყურებლის ნაწილს "ფორმულას" მაუწყებლობა შეუწყდა - განცხადება

დავალიანების გამო, მაყურებლის ნაწილს "ფორმულას" მაუწყებლობა შეუწყდა - განცხადება

BM.GE

ინტერნეტის თავისუფლება მსოფლიოში ზედიზედ მე-16 წელია მცირდება - Freedom House-ის რეიტინგი

ინტერნეტის თავისუფლება მსოფლიოში ზედიზედ მე-16 წელია მცირდება - Freedom House-ის რეიტინგი

BM.GE

უკრაინის განცხადებით, შეზღუდვების შემდეგ, Starlink-ი კვლავ სტაბილურად მუშაობს

უკრაინის განცხადებით, შეზღუდვების შემდეგ, Starlink-ი კვლავ სტაბილურად მუშაობს

BM.GE

"მიხარია, რომ უნგრეთში ვარ" - რა განიხილა ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიართან?

"მიხარია, რომ უნგრეთში ვარ" - რა განიხილა ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიართან?

BM.GE