
დავალიანების გამო, მაყურებლის ნაწილს "ფორმულას" მაუწყებლობა შეუწყდა - განცხადება
ტელეკომპანია "ფორმულას" მაყურებელთა ნაწილს არხის მაუწყებლობა უკვე რამდენიმე დღეა შეუწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
გავრცელებული განცხადების თანახმად, შეფერხების მიზეზი კომპანია "სტერეო პლუსის" წინაშე არსებული დავალიანებაა. სწორედ აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს "ფორმულას" ღია სიგნალით გავრცელებას იმ აუდიტორიისთვის, რომელიც საკაბელო ტელევიზიით არ სარგებლობს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს.
ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს: "ტელეკომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ მაუწყებლობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს. ამ პროცესში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - ნათქვამია განცხადებაში.
შექმნილი ვითარების გამო, "ფორმულა" მაყურებელს ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს: დონაციების ბმული
BM.GE
წყარო: bm.ge