მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აკვაკულტურის შემთხვევაში ტარიფი განისაზღვრება წყლის ზედაპირის ფართობის მიხედვით - ზურაბ ეზუგბაია
აკვაკულტურის შემთხვევაში ტარიფი განისაზღვრება წყლის ზედაპირის ფართობის მიხედვით - ზურაბ ეზუგბაია

აკვაკულტურის შემთხვევაში ტარიფი განისაზღვრება წყლის ზედაპირის ფართობის მიხედვით - ზურაბ ეზუგბაია

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 19:42|bm.ge

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებით, აკვაკულტურის შემთხვევაში ტარიფი წყლის ზედაპირის ფართობის მიხედვით განისაზღვრება - ამის შესახებ პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ კანონპროექტის წარდგენისას, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სხდომაზე პარლამენტის წევრმა ვიკა ფილფანმა ეზუგბაიას ჰკითხა - რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა დადგენილ ვადაში ვერ შეასრულებს ვალდებულებას და მომხმარებლისთვის ტარიფი ვერ დადგინდება, რა რეჟიმი იმოქმედებს არაპროფილური მომხმარებლებისთვის და რა პრინციპით დადგინდება ახალი ტარიფი და არსებობს.

ეზუგბაიას განცხადებით, კანონპროექტი აკვაკულტურის საქმიანობისთვის დარიცხვის მთავარ საფუძველს წყლის ზედაპირის ჰექტრების მიხედვით აყალიბებს. ამას გარდა, გამოყენებული იქნება განზოგადებული ნორმები, რომლებიც კლიმატური პირობების გათვალისწინებით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა განსხვავდებოდეს.

რაც შეეხება პირველ აპრილს, ის ირიგაციის სეზონის დაწყებას უკავშირდება.

"კანონპროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, გარდამავალ დებულებაში საფუძველს უყრის აკვაკულტურის საქმიანობისთვის დარიცხვის მთავარ მეთოდს. კერძოდ, დარიცხვა მოხდება წყლის ზედაპირის ფართობის, ჰექტრების მიხედვით, განზოგადებული ნორმების გამოყენებით, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში და მისადაგებული იყოს კლიმატურ პირობებთან.

ბუნებრივია, როდესაც ამ გარდამავალ დებულებას ვაყალიბებდით, წინასწარ გვქონდა მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორი ნორმატივები შეიძლებოდა გამოყენებულიყო. მოსამზადებელი სამუშაო უკვე ჩატარებულია და გვაქვს სრული რწმენა, რომ მომდევნო წლის პირველ კვარტალში შევძლებთ როგორც ნორმების განსაზღვრას, ისე მთავრობის უზრუნველყოფას წყლის მიწოდების წესების დასადგენად. ამ მხრივ რაიმე პრობლემას ვერ ვხედავთ და არც ვადის გადაწევის საფუძველი გვექნება.

რატომ არის აღებული პირველი აპრილი? ეს არის ზღვრული ვადა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ მოთხოვნებს უფრო ადრე შევასრულებთ. პირველი აპრილი არის ის პერიოდი, როდესაც იწყება მორწყვა და ირიგაცია დარგობრივი წელი სწორედ აპრილიდან აპრილამდე გრძელდება.

რაც შეეხება მეორე კითხვას, „საქართველოს მელიორაცია“ დღესდღეობითაც არ არის სემეკის მხრიდან სრულად რეგულირებადი საწარმო. მას დიდწილად მხარს უჭერს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს მთავრობა. კომპანია სარგებლობს სუბსიდიებით, რომელიც ერთი მხრივ, გამოიყენება კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად. ამ პროექტების რეალიზაცია წყალმომხმარებელთა ხარჯზე შეუძლებელი იქნებოდა და მათთვის მძიმე ტვირთი იქნებოდა, სწორედ ამიტომ მთავრობა ახორციელებს მიზნობრივი სუბსიდირების პოლიტიკას. მეორე მხრივ, გარდა კაპიტალური ხარჯებისა, საოპერაციო დანახარჯების ნაწილშიც მელიორაციის დაფინანსება ნაწილობრივ მთავრობის მიერაა უზრუნველყოფილი. ეს სუბსიდირების პოლიტიკა მორგებულია განსხვავებული კატეგორიის საქმიანობებზე, მათ შორის აკვაკულტურისთვის საჭირო მომსახურების გაწევაზე", - აცხადებს ეზუგბაია.

ვრცლად ამ თემაზე: არასაირიგაციო წყლის ტარიფს სემეკის ნაცვლად მთავრობა დაადგენს | კანონპროექტი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შემთხვევაში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • რა შემთხვევაში იქნება შესძლებელი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება? – „ოცნების“ კანონპროექტინეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოარუსთავი 2
  • TI: ცხოველის მიმართ სისასტიკე ადამიანის გულზე მეტყველებს, სახელმწიფოს შემთხვევაში კი - მისი ინსტიტუტების ხასიათზეცტვ პირველი
  • ტრამპი: დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, „მისტერ ვეტოს“ უფლება გამოვიყენოფორმულა
შემთხვევაში →

მსგავსი სტატიები

Binance-იდან $6 მილიარდის მოპარვაში FBI-მ ჩრდილოეთ კორეა ოფიციალურად დაადანაშაულა

Binance-იდან $6 მილიარდის მოპარვაში FBI-მ ჩრდილოეთ კორეა ოფიციალურად დაადანაშაულა

BM.GE

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია - ვის შეხვდება ხან ჭენგი?

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია - ვის შეხვდება ხან ჭენგი?

BM.GE

„GROSSMANN“ - 50%-მდე ფასდაკლება შენი უბნის სამშენებლო მაღაზიების ქსელში

„GROSSMANN“ - 50%-მდე ფასდაკლება შენი უბნის სამშენებლო მაღაზიების ქსელში

BM.GE

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

BM.GE