მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამ [დამატებითი გაზის] შეთანხმებით შევძლებთ, გაზის არსებული ტარიფების შენარჩუნებას - კობახიძე
ამ [დამატებითი გაზის] შეთანხმებით შევძლებთ, გაზის არსებული ტარიფების შენარჩუნებას - კობახიძე

ამ [დამატებითი გაზის] შეთანხმებით შევძლებთ, გაზის არსებული ტარიფების შენარჩუნებას - კობახიძე

BM.GE19 მაისი, 2026, 16:50|bm.ge

ირაკლი კობახიძე არ ამბობს "დამატებითი გაზის" განახლებული ხელშეკრულებით რამდენ მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს საქართველო აზერბაიჯანიდან, თუმცა ირწმუნება, რომ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი არ შეიცვლება.

დღეს, 19 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში კობახიძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმებები გაზის, ელექტროენერგიისა და ნავთობის ტრანზიტის კუთხით (ბაქო-სუფსის მილსადენი) კომერციული საიდუმლოა და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ ხელშეკრულებები ქართული მხარისთვის იდეალურია.

„სამწუხაროდ, ხელშეკრულებებს დეტალურად ვერ განვმარტავ, მათ შორის მოცულობებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა იქნება უზრუნველყოფილი არა მხოლოდ სათანადო ფასით, არამედ სათანადო მოცულობებითაც, რაც ამ ხელშეკრულებების ერთ-ერთი მთავარი შედეგია. ეს არის ის ზოგადი რამ, რაც შემიძლია გითხრათ: ერთ-ერთი მთავარი შედეგი არის არა მხოლოდ სათანადო ფასი, არამედ სათანადო მოცულობებიც, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ქვეყანამ მიიღო მრავალწლიანი გარანტია როგორც ფასების, ასევე მოცულობების ნაწილში.

საქართველომ მიიღო იდეალური პირობები, რაც მათ შორის, გულისხმობს იმას, რომ ამ შეთანხმებების გათვალისწინებით, ჩვენ შევძლებთ არსებული ტარიფების შენარჩუნებას ეს არის საზოგადოებისთვის მთავარი.

რაც შეეხება ოცწლიან პერიოდს, ოცწლიანი არის რეალურად გაგრძელება, მაგრამ ფორმალურად ეს ახალი ხელშეკრულებაა, თუმცა მაინც იმის გაგრძელებაა, რაც მანამდე იყო. მთლიანობაში, რაც მთავარია ეს შეთანხმებები არ იწვევს საზოგადოებისთვის ტარიფის ზრდას და ეს არის პრინციპული შედეგი, რაც მივიღეთ. მოცულობების კუთხითაც გვაქვს მყარი გარანტიები და ესეც არის ქვეყნისთვის მთავარი მიღწევა", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველო აზერბაიჯანული მხარისგან ბუნებრივ აირს სხვადასხვა წყაროდან იღებს. უმთავრესი კი სამხრეთკავკასიური გაზსადენია, რომლითაც შაჰდენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროკავშირს მიეწოდება.გატარების სანაცვლოდ საქართველო ორი კონტრაქტით იღებს გაზს: დამატებითი და ოფციური.

რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტსა და ტრანზიტზე მიღწეულ შეთანხმებას, პრემიერი ირწმუნება, რომ ქვეყანას აქაც იდეალური შედეგი აქვს.

„აქაც გვაქვს იდეალური პირობები. კიდევ ერთხელ სამწუხაროდ, ვერ დავაკონკრეტებ დეტალებს, მაგრამ ქვეყანამ მიიღო იდეალური პირობები, რაც მისცემს საშუალებას, რომ ტრანზიტის კუთხით მიიღოს დამატებითი შემოსავლები. ძალიან კარგი პირობებით შეგვიძლია ელექტროენერგიის იმპორტირება აზერბაიჯანიდან და აქაც მოცემულობები გვაქვს იდეალური", - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

BM.GE

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

BM.GE

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

BM.GE

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

BM.GE