მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება - კობახიძე საწვავის აქციზის შემცირების მოწოდებაზე
ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება - კობახიძე საწვავის აქციზის შემცირების მოწოდებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება - კობახიძე საწვავის აქციზის შემცირების მოწოდებაზე

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 16:14|bm.ge

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირების საკითხი არ განიხილება. მისი თქმით, საწვავის ფასების ზრდა მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება და ხელისუფლება ფასების შემცირებას ვითარების დარეგულირების შემდეგ ელოდება.

„ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება, თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც დასწევს ფასებს. დაველოდებით მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

მანამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ ნავთობზე აქციზის განახევრებაც კი საწვავის ფასების მნიშვნელოვან შემცირებას ვერ უზრუნველყოფს. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში ეფექტი დაახლოებით 25 თეთრი იქნებოდა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილებამ შესაძლოა ერთ დღეშიც გაანეიტრალოს.

კაკაურიძემ აღნიშნულ საკითხზე დეპუტატ გიორგი შარაშიძის კითხვას უპასუხა. შარაშიძე დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა საწვავზე აქციზის დროებით შემცირება ან გადავადება, როგორც ინფლაციური წნეხის შემსუბუქების ღონისძიება.

საქსტატის 2026 წლის სექტემბრის მონაცემებით, საწვავის ფასების ზრდამ წლიურ ინფლაციაში 2.2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ბენზინი კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით, დიზელი კი 54%-ით არის წლიურად გაძვირებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 161 სტატია.

  • კობახიძე: ბედნიერები ვართ, რომ [ეკლესიასთან] ერთიანობით შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზეფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, დღეს, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზერუსთავი 2
  • მოსკოვი კობახიძის სპეცწარმომადგენელთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში ელოდება - მიხაილ გალუზინის განცხადებატვ პირველი
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →საკითხი →

მსგავსი სტატიები

OpenAI-ის მთავარმა მეცნიერმა ხელოვნურ ინტელექტზე საერთო ლიმიტების დაწესების ინიციატივა წარადგინა

OpenAI-ის მთავარმა მეცნიერმა ხელოვნურ ინტელექტზე საერთო ლიმიტების დაწესების ინიციატივა წარადგინა

BM.GE

ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს დაგეგმილი გაზის 30-საათიანი გათიშვა გადაიდო

ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს დაგეგმილი გაზის 30-საათიანი გათიშვა გადაიდო

BM.GE

NVIDIA-ს 33%-იანი აღმასვლის ფონზე, საფონდო ინდექსების შეფასება მკვეთრად იზრდება

NVIDIA-ს 33%-იანი აღმასვლის ფონზე, საფონდო ინდექსების შეფასება მკვეთრად იზრდება

BM.GE

"ფიგურები ვარკეთილის" პროექტის წინასწარ გაყიდვებზე აქტიურობა უკვე მაღალია - ლევან დიასამიძე

"ფიგურები ვარკეთილის" პროექტის წინასწარ გაყიდვებზე აქტიურობა უკვე მაღალია - ლევან დიასამიძე

BM.GE