მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამერიკამ ირანზე ახალი იერიშები მიიტანა, ჰუსიტები კი არაბეთს ბლოკადით ემუქრებიან
ამერიკამ ირანზე ახალი იერიშები მიიტანა, ჰუსიტები კი არაბეთს ბლოკადით ემუქრებიან

ამერიკამ ირანზე ახალი იერიშები მიიტანა, ჰუსიტები კი არაბეთს ბლოკადით ემუქრებიან

BM.GE22 ივლისი, 2026, 02:10|bm.ge

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სამხედრო ობიექტებზე მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელეს, პარალელურად კი იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ემბარგო გამოაცხადეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, იერიში ირანის სამხედრო სამეთაურო ცენტრებზე, საზღვაო ინფრასტრუქტურაზე, რაკეტებისა და დრონების გამშვებ პოზიციებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე მიიტანეს. CENTCOM-ის განცხადებით, მაისის დასაწყისიდან დღემდე უწყებამ სრუტეში 900-მდე კომერციული ხომალდისა და 450 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის უსაფრთხო გატარება უზრუნველყო.

პარალელურად, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს, რამაც შესაძლოა ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდებას სერიოზული საფრთხე შეუქნას. ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლებმა არაბეთის ხელისუფლება "აგრესიულ ალყაში" დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ბაბ-ელ-მანდების სრუტესაც ჩაკეტავენ, თუ ირანთან შეთანხმება არ შედგება.

თავის მხრივ, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საზღვაო ბლოკადას ძალის გამოყენებით უპასუხებს და მუქარას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 160 სტატია.

  • ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, სანამ ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენიმედი
  • ფეზეშქიანის თქმით ვაშინგტონის მიერ პირობების შესრულებისას ირანი შეთანხმებას დაუბრუნდებაფორმულა
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

რუსეთის ნავთობის ექსპორტის 94% მეგობარ ქვეყნებზე მოდის - ვიცე-პრემიერი ნოვაკი

რუსეთის ნავთობის ექსპორტის 94% მეგობარ ქვეყნებზე მოდის - ვიცე-პრემიერი ნოვაკი

BM.GE

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

BM.GE

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE