
ამერიკელმა სენატორებმა დონალდ ტრამპს რუსული დიზელის შესყიდვის შეჩერება მოსთხოვეს
აშშ-ის სენატის ექვსმა წევრმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთიდან დიზელის შესყიდვის გეგმის დაუყოვნებლივ გაუქმება მოსთხოვა.
ოთხი რესპუბლიკელი და ორი დემოკრატი კანონმდებლისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი ღიად დაუპირისპირდა იმ შეთანხმებას, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააფორმა.
სენატორებმა სუზან კოლინზმა, ლიზა მურკოვსკიმ, თომ ტილისმა, ჯონ კერტისმა, ჯინ შაჰინმა და რიჩარდ ბლუმენტალმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება კანონდარღვევად შეაფასეს. კანონმდებლების განმარტებით, ადმინისტრაციამ კონგრესთან კონსულტაციების გავლაზე უარი თქვა და საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი დასაბუთება არ წარუდგინა.
კანონმდებელთა განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა პუტინს „ფინანსური მაშველი რგოლი“ არ უნდა გადაუგდოს. სენატორებმა მედიასთან საუბრისას ხაზი გაუსვეს ფაქტს, რომ რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას კვლავ განაგრძობს, ამ დროს კი შტატების მხრიდან ნაბიჯების გადადგმა დაუშვებელია.
ცნობისთვის, კონგრესმა რუსული ენერგორესურსების იმპორტი 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ოფიციალურად აკრძალა.
BM.GE
წყარო: bm.ge