მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამომწურავად განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები - ყირგიზეთის პრეზიდენტი
ამომწურავად განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები - ყირგიზეთის პრეზიდენტი

ამომწურავად განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები - ყირგიზეთის პრეზიდენტი

BM.GE12 ივნისი, 2026, 13:55|bm.ge

ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ურთიერთნდობასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას ეფუძნება და მნიშვნელოვანია რეგულარული პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველო ყირგიზეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ხოლო ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა. მართლაც, ყირგიზულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 34-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში ჩვენი ქართველი მეგობრების მხრიდან ასეთ მაღალ დონეზე. დღევანდელი მოლაპარაკებები ღია მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა. ამომწურავად განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა, ასევე კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. პოლიტიკური ურთიერთობები მტკიცე და ნდობაზე დაფუძნებული იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის და ეს არის მართლაც ძლიერი საფუძველი ყველა სფეროში თანამშრომლობისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება, ასევე მთავრობათაშორისი და პარლამენტთაშორისი კონტაქტების გაღრმავება, ასევე კონსულტაციების გაფართოება ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის“, - აღნიშნა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

BM.GE

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

BM.GE

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

BM.GE

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

BM.GE