მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic-მა ევროკავშირს წამყვან AI მოდელ Mythos-ზე წვდომა მისცა
Anthropic-მა ევროკავშირს წამყვან AI მოდელ Mythos-ზე წვდომა მისცა

Anthropic-მა ევროკავშირს წამყვან AI მოდელ Mythos-ზე წვდომა მისცა

BM.GE3 ივნისი, 2026, 04:40|bm.ge

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტპმა Anthropic-მა ევროკავშირს ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელ Mythos-ზე წვდომა მისცა.

როგორც ირკვევა, ევროკომისიამ კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების ფონზე დასახელებულ მოდელზე წვდომა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მოითხოვა.

CNBC-ის ცნობით, ევროპულმა მხარემ შედეგს მას შემდეგ მიაღწია, რაც ამერიკულ კომპანიასთან რამდენიმე პროდუქტიული შეხვედრა გამართა. ევროკავშირის ტექნოლოგიური სუვერენიტეტის დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომას რენიემ გადაწყვეტილება დადებით ნაბიჯად შეაფასა.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ევროკავშირს ამ ნებართვის მისაღებად აშშ-ის ადმინისტრაციისთვის მიმართვა დასჭირდა. თავდაპირველი ინიციატივის გაჟღერებისას კომპანიამ ევროკომისიას შეატყობინა, რომ უსაფრთხოების მკაცრი რეგულაციების გამო ნებართვის მიღება მხოლოდ ვაშინგტონის თანხმობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. როგორც ირკვევა, აშშ-ის ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებაზე რამდენიმე დღის განმავლობაში მსჯელობდა, რადგან შტატები მძლავრი ხელოვნური ინტელექტის მოდელის უცხოური მთავრობებისთვის გაზიარებას ეწინააღმდეგება, თუმცა, საბოლოოდ ვაშინგტონმა ევროკავშირი გამონაკლის შემთხვევად მიიჩნია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირი კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად მხოლოდ Anthropic-თან არ მუშაობს. მიმდინარე წლის მაისში გაერთიანებმა OpenAI-ის მოდელ GPT-5.5-Cyber-ზეც მოიპოვა წვდომა. საყურადღებოა, რომ ამ სტარტაპის შემთხვევაში პროცესი გაცილებით მარტივად და სწრაფად წარიმართა.

ცნობისთვის, კიბერუსაფრთხოებაზე ორიენტირებული AI მოდელი Mythos-ი Anthropic-მა თავდაპირველად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კომპანიებისთვის პროექტ Project Glasswing-ის ფარგლებში გამოუშვა. ამ მოდელს პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებული ხარვეზებისა და სუსტი წერტილების იდენტიფიცირება ეფექტურად შეუძლია. თუმცა, კიბერდამნაშავეების ხელში მოხვედრის შემთხვევაში, შესაძლოა თაღლითობების მაჩვენებელი მკვეთრად გაზარდოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ევროკავშირმა კიევისთვის ფულის სასესხებლად უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანაიმედი
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE