ორიგინალი
"ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა" - პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას
BM.GE·17:17

"ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა" - პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას

13 ოქტომბერი, 2026 · 17:17

„არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები. ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები და სოციალური პროგრამები“, - ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს პენსიების ზრდასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ნებისმიერი მოთხოვნა თუ სურვილი, რომელიც ეკონომიკას დააზიანებს, ვერ შესრულდება.

„ოპოზიციაში საუბარია პოპულისტურ გადაწყვეტილებებზე - გავზარდოთ 2 მილიარდით და ასე შემდეგ... მსგავსი პოპულიზმი მიუღებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეკონომიკური პარამეტრი შენარჩუნებული იყოს“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ. იმის მაგალითად, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ საფრანგეთი მოიყვანა.

"პატარა მაგალითს მოვიყვან, რას ნიშნავს ბიუჯეტის დეფიციტის საფრანგეთის მაგალითზე. საფრანგეთის ბიუჯეტის დეფიციტი 5%-ია, საქართველოს - 2.5%. ევროპის კანონმდებლობა ბიუჯეტის დეფიციტს 3%-ის ფარგლებში ითვალისწინებს. რომ ჩამოიყვანონ ამ დონეზე დაიწყო ნელ-ნელა მოკლება, ამ ეტაპზე საფრანგეთს ხარჯების 54 მილიარდი ევროთი შემცირება სჭირდება, რათა ბიუჯეტის დეფიციტი სტანდარტებს დაუახლოვდეს. ამ შემცირებაში მოჰყვა პენსიების და ხელფასების ინდექსაცია, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროები და რაც ხდება კი ხედავთ. იგივე მდგომარეობაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც სხვადასხვა მიმართულებებზე. იმიტომ, რომ არ არის ეკონომიკური ზრდა. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია ევროპაში გაგრძელდება და კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან არ ჩანს ეკონომიკური ზრდის არავითარი პერსპექტივა უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მან განმარტა, სად და როგორ ნაწილდება საქართველოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად გაზრდილი შემოსავლები. „გუშინ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა. ბიუჯეტის პროექტის შემდეგი ვერსია პარლამენტს მთავრობიდან, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ნოემბერში დაუბრუნდება. მომავალი წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული, სოციალურად ორიენტირებული და აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები - ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი. პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ დაისვა შეკითხვა, რას გვაძლევს ეკონომიკური ზრდა? ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა 2 მილიარდ 600 მილიონი ლარით, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი - 3 მილიარდ 200 მილიონი ლარით, თუ გამოვაკლებთ 2008 წელს აღებულ ევრობონდებს, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ვიღებთ და ვფარავთ. სად და როგორ გადანაწილდა ეს თანხები? რა გაიზარდა? პირველი - პენსიები და პენსიასთან გათანაბრებული შშმ პირების სოციალური დახმარება. ამას დაემატა საპენსიო ფონდში ჩარიცხული 60 მილიონი ლარი. ჯამში, ეს 843 მილიონი ლარია. გარდა ამისა, ჯანდაცვის პროგრამებზე მიემართა 125 მილიონი ლარი. ხელფასები 520 მილიონი ლარით გაიზარდა. 520 მილიონი ლარით დაფინანსდება ექიმების, მასწავლებლებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასების ზრდა. ეს თანხა ჯამში მილიარდ-ნახევარი ლარია, ანუ დამატებით დაფინანსდება სოციალური მიმართულება. სოციალური პირობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს ის, რომ წყალმომარაგების დაფინანსება მომავალ წელს გაიზრდება 60 მილიონი ლარით, გაზიფიცირება - 55 მილიონით, საავადმყოფოების მშენებლობა - 65 მილიონით, სპორტის განვითარება - 165 მილიონით, უმაღლესი განათლება - 61 მილიონით. 2027 წელს 2 მილიარდ ლარზე მეტი სოციალურ მიმართულებაზე, ან სოციალურთან დაკავშირებულ საკითხებზე მიდის. აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა. 250 მილიონი ლარით დაფინანსდება რკინიგზის სისტემის მოდერნიზება, სადაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროინდელი ელმავლები და შემადგენლობები არსებობს. წარმოუდგენელია სატრანზიტო ქვეყანა გავხდეთ, თუ რკინიგზა არ განვითარდა. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე ეს არის ის იდეალური ვარიანტი, რაც შეიძლება ბიუჯეტს ჰქონოდა“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლის მოგვარებაც ძალიან არის საჭირო, მაგრამ ბიუჯეტი 20 მილიარდითაც რომ გაიზარდოს, ყოველთვის იქნება შეგრძნება, რომ თანხა რაღაცაზე არ გვყოფნის და ეს არის მუდმივი პროცესი. „არის საკითხები, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენთვის და ეს, რა თქმა უნდა, მეორე მოსმენის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად გადაიჭრება, მაგრამ მთავარი საკითხი, რომელიც გვაწუხებდა - მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომ არ დაელოდა ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში მეორედ შემოტანას და გუშინ განაცხადა, რომ 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდება 45 ლარით. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, საკმაოდ დიდი თანხაა. მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას სხვა შენიშვნებიც გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.

დააწესეთ მინიმალური ხელფასი, მოუმატეთ დევნილებს შემწეობა, გაზარდეთ მასწავლებლების ხელფასი | ვიკა ფილფანი

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა" - პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას

თემა: პაატა

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • ამბები.ge·18:54
    სახალხო დამცველი რუსთავის ციხეში პატიმრებს, მათ შორის ნიკა მელიას, ირაკლი ღარიბაშვილს, ბაჩო ახალაიას, ლევან ხაბეიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მიხეილ სააკაშვილს და პაატა ბურჭულაძეს შეხვდა
  • ინფო 9·16:52
    ლევან მაჭავარიანი: პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას, საქართველოში ვინც საღად აზროვნებს, არავის აინტერესებს ევროპარლამენტარების რეზოლუციები
  • აიპრესი·16:48
    ლევან მაჭავარიანი: პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას, საქართველოში ვინც საღად აზროვნებს, არავის აინტერესებს ევროპარლამენტარების რეზოლუციები
  • GHN·16:11
    პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას - ლევან მაჭავარიანი
პაატაიყოს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·14:07

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
BM.GE·13:59

აშშ-ში "შავი პარასკევის" ონლაინ გაყიდვები $13 მილიარდს გადააჭარბებს - Adobe Analytics

აშშ-ში "შავი პარასკევის" ონლაინ გაყიდვები $13 მილიარდს გადააჭარბებს - Adobe Analytics
BM.GE·13:24

ბლოკადის დარღვევის გამო, აშშ-ის სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში გემს ცეცხლი გაუხსნეს

ბლოკადის დარღვევის გამო, აშშ-ის სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში გემს ცეცხლი გაუხსნეს
BM.GE·12:50

სინამდვილეში ეს ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადია. ბიზნესმა საკუთარი უფლებები უნდა დაიცვას - რომან გოცირიძე

სინამდვილეში ეს ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადია. ბიზნესმა საკუთარი უფლებები უნდა დაიცვას - რომან გოცირიძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.