მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "არ ვიცით, რას ვთმობთ ამის სანაცვლოდ" - მურმან მარგველაშვილი აზერბაიჯანიდან "დამატებითი გაზის" მიწოდების შესახებ შეთანხმებაზე
"არ ვიცით, რას ვთმობთ ამის სანაცვლოდ" - მურმან მარგველაშვილი აზერბაიჯანიდან "დამატებითი გაზის" მიწოდების შესახებ შეთანხმებაზე

"არ ვიცით, რას ვთმობთ ამის სანაცვლოდ" - მურმან მარგველაშვილი აზერბაიჯანიდან "დამატებითი გაზის" მიწოდების შესახებ შეთანხმებაზე

BM.GE20 მაისი, 2026, 01:26|bm.ge

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი, აზერბაიჯანიდან "დამატებითი გაზის" მიწოდების შესახებ შეთანხმებას, რომელიც კიდევ 20 წლით გახანგრძლივდა და სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი მოსაზრებით, ეს, ერთი შეხედვით სასიამოვნო ცნობა, ღრმად შემაშფოთებელია მანამდე, სანამ არ ვიცით, რა სარგებელს იღებს ამით აზერბაიჯანი და რას ვთმობთ ამის სანაცვლოდ.

"ყველა საერთაშორისო თუ კომერციული ხელშეკრულება, თუ ის თავისუფალი ნებით და პარიტეტულ საწყისებზეა დადებული, ორივე მხარის თანაზომად სარგებელს ითვალისწინებს.

დღეს ვიგებთ, რომ აზერბაიჯანთან გაფორმდა 20-წლიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საქართველო ბუნებრივ გაზს „შეღავათიან ფასად“ მიიღებს. ეს, ერთი შეხედვით სასიამოვნო ცნობა, ღრმად შემაშფოთებელია მანამდე, სანამ არ ვიცით; რა სარგებელს იღებს ამით აზერბაიჯანი და რას ვთმობთ ამის სანაცვლოდ?

ენერგეტიკული დამოკიდებულების პირობებში “შეღავათი”, როგორც წესი პოლიტიკურ სატყუარას ნიშნავს გრძელვადიანი გავლენის ან სტრატეგიული სარგებლის მოსაპოვებლად. ამას იყენებდა რუსეთი ევროპის ქვეყნების მიმართ თავისი მიზნების მისაღწევად.

აზერბაიჯანსაც აქვს თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესები, მათ შორის უნდა ვივარაუდოთ საქართველოს მიმართ. როგორ დავრწმუნდეთ, რომ იგივე მახეში არ ვებმებით?

სამწუხაროდ, ჩვენი ენერგეტიკის მართვის და დიპლომატიის გამოცდილება ნაკლებად გვაფიქრებინებს რომ ამ მხრივ სრულიად დაცული ვართ. ენერგეტიკული დამოკიდებულების მძიმე მაგალითად სულ ახლახან ვიხილეთ, როგორ დაემატნენ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებს აბანოთუბნიდან დევნილებიც... იმედია, ახალი ხელშეკრულება იმავე სტილში არ აგრძელებს ურთიერთობებს.

ამაზე პასუხი და თავის დაცვის გზა მარტივია. ძლიერ და კვალიფიციურ მხარესთან სუსტი და ნაკლებ მომზადებული მხარისთვის დაცვის საუეთესო საშუალებაა. სრული გამჭვირვალობა —ღია ინფორმაცია პირობებზე, ღია საბაზრო ლოგიკა, და არა ბუნდოვანი „შეღავათები“. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია ამიტომ უნდა ვიცოდეთ სინამდვილეში რას ვიხდით", - წერს მურმან მარგველაშვილი.

ცნობისთვის: ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კომერციული საიდუმლოს გამო, ვერ იტყვის რა პირობებით განახლდა "დამატებით გაზზე" აზერბაიჯანთან ხელშეკრულება, თუმცა შედეგს საეტაპოს უწოდებს.

საქმე ის არის, რომ სამხრეთკავკასიური გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5% მიიღოს - კონტრაქტი ძალაშია 2068 წლამდე. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან ანუ 2006 წლიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში ყიდულობს. სწორედ ე.წ. „დამატებით გაზის“ კონტრაქტს ეწურებოდა ვადა 2026 წლის ბოლოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანიტვ პირველი
  • პრემიერი: აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანიარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმშიიმედი
  • პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1 მლნ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალანეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE