მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია" - ლილუაშვილის ადვოკატი
"არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია" - ლილუაშვილის ადვოკატი

"არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია" - ლილუაშვილის ადვოკატი

BM.GE16 ივლისი, 2026, 19:44|bm.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარე ყველა მოწმისგან ობიექტური რეალობის ჩვენებას ელოდება, რაც დაადასტურებს, რომ ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია.

ადვოკატის თქმით, სასამართლო სხდომების დასრულების შემდეგ პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ცერცვაძე მიიჩნევს, რომ პროცესები საჯარო უნდა ყოფილიყო, რათა ბრალდების მხარეს მანიპულაციის სივრცე არ ჰქონოდა.

ცერცვაძემ მედიასთან განმარტა, რომ ამ ეტაპზე სასამართლო პროცესზე იმ გამომძიებლების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, წინა სხდომაზე უკვე გამოიკვეთა ამ მოწმეების მიკერძოებულობა.

„დაცვის მხარე ყველა მოწმისგან ელოდება იმ ობიექტურ ჭეშმარიტებასა და რეალობას, რომ ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.

პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდების მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები სოციუმის ცრუ ინფორმაციით გამოკვებას ემსახურება, რომ თითქოს პროცესზე ჟღერდება იმგვარი სახის ინფორმაცია მოწმეებისგან, რაც გრიგოლ ლილუაშვილის დანაშაულებრივ ქმედებას ამხელს. პროცესების განხილვა უნდა ყოფილიყო საჯარო, რომ ბრალდების მხარეს მანიპულაციის შესაძლებლობა არ ჰქონოდა სატელევიზიო კომენტარების დროს".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი სამართალდამცავებმა პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლის შემდეგ, 23 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად ბრალდებული და მისი უფლებადამცველები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და მას უსაფუძვლოს უწოდებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ადვოკატი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • სუს-ის ყოფილი უფროსის ადვოკატი ბრალდების მხარეს ინფორმაციის დამახინჯებაში ადანაშაულებსფორმულა
  • ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: მან განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდიიმედი
  • ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: მან ბრალის დადგენილებას ხელიც კი არ მოაწერა, ის არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლასრუსთავი 2
  • ღარიბაშვილი არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, აპირებს სამართლებრივ ბრძოლას – ადვოკატინეტგაზეთი
ადვოკატი →

მსგავსი სტატიები

31 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

31 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა | საიდან შემოგვაქვს?

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა | საიდან შემოგვაქვს?

BM.GE

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

BM.GE

ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

BM.GE