მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არასტანდარტულ ციტრუსს შეუზღუდავი რაოდენობით 3 საწარმო მიიღებს | აჭარის მთავრობა
არასტანდარტულ ციტრუსს შეუზღუდავი რაოდენობით 3 საწარმო მიიღებს | აჭარის მთავრობა

არასტანდარტულ ციტრუსს შეუზღუდავი რაოდენობით 3 საწარმო მიიღებს | აჭარის მთავრობა

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 16:36|bm.ge

აჭარაში ციტრუსის მოსავლის დაბინავების, რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო შტაბი მუშაობას 2027 წლის 1 თებერვლამდე გააგრძელებს. სეზონის მიმდინარეობისა და ფერმერებისთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფის საკითხები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შტაბის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლების, საექსპორტო მანდარინის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების მზადყოფნისა და არასტანდარტული ნაყოფის რეალიზაციის შესახებ ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ციტრუსის მოსავლის გადამუშავებას ქობულეთში მდებარე ორი და ქედის მუნიციპალიტეტში ერთი საკონსერვო ქარხანა უზრუნველყოფს. ჯამში სამი საწარმო არასტანდარტული ციტრუსის შეუზღუდავი რაოდენობით მიღებისთვის არის მზად.

როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ფერმერების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირების საკითხი, ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია და მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.

ზურაბ პატარაძემ შესაბამის უწყებებს სეზონის ორგანიზებულად წარმართვისთვის აქტიური მუშაობისა და საკოორდინაციო შტაბთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შტაბის საქმიანობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროცესის მონიტორინგს, ცხელი ხაზის გამართულ მუშაობასა და მოქალაქეებისთვის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემატურ მიწოდებას.

შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეები გიორგი ფანცხავა და მირიან ქათამაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის უფროსი თამარ ბერძენიშვილი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ირაკლი ონიანი ესწრებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა​რუსთავი 2
  • კობახიძე ხსნის, რატომ არ წავიდა მთავრობა ბრიუსელის მინისტერიალზეტვ პირველი
  • ისრაელში პოლიტიკური ცვლილებები იწყება — აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას აანონსებსფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
მთავრობამ →

მსგავსი სტატიები

რუსეთი, აშშ... - საქართველოდან საწებლების ექსპორტი $3.2 მლნ-მდე გაიზარდა

რუსეთი, აშშ... - საქართველოდან საწებლების ექსპორტი $3.2 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE

საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა, ასაკი - გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები

საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა, ასაკი - გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები

BM.GE

Nvidia-ს შემოსავალმა მიმდინარე კვარტალში $115.8 მილიარდს მიაღწია - კომპანიამ ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა

Nvidia-ს შემოსავალმა მიმდინარე კვარტალში $115.8 მილიარდს მიაღწია - კომპანიამ ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE