
აშშ-ის სახელმწიფო ვალის მომსახურებაზე დღიურად $3 მილიარდი იხარჯება
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წელს სახელმწიფო ვალის წმინდა საპროცენტო მომსახურების ხარჯმა $1.05 ტრილიონს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.
დაფიქსირებული ზრდის ტემპმა მთლიანი ფედერალური საბიუჯეტო ხარჯების, შემოსავლებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკას გადააჭარბა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის ბიუჯეტში ახლა ყველაზე სწრაფად სწორედ ვალი იზრდება.
პროცესის შედეგად, ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი 12%-ით გაღრმავდა და $1.99 ტრილიონს გაუტოლდა, მაშინ როდესაც 2025 ფისკალურ წელს აღნიშნული მაჩვენებელი $1.78 ტრილიონს შეადგენდა.
საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დისბალანსმა გამოიწვია - საბიუჯეტო შემოსავლები 3%-ით, $5.4 ტრილიონამდე გაიზარდა, ხოლო ფედერალური ხარჯები 6%-ით გაიზარდა და $7.4 ტრილიონი შეადგინა.
ამჟამად აშშ-ის მთლიანი სახელმწიფო ვალი $40 ტრილიონს შეადგენს, ხოლო ქვეყნის მოსახლეობის მფლობელობაში არსებული ვალის ფარდობა მშპ-სთან 100%-იან ნიშნულზეა. აშშ-ის ვალი ამჟამად იმდენად დიდია, რომ მის მომსახურებაზე დღეში 3 მილიარდი დოლარი იხარჯება.
BM.GE
წყარო: bm.ge