მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 10%-იანი გლობალური ტარიფებიც უკანონოდ ცნო
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 10%-იანი გლობალური ტარიფებიც უკანონოდ ცნო

აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 10%-იანი გლობალური ტარიფებიც უკანონოდ ცნო

BM.GE8 მაისი, 2026, 17:03|bm.ge

აშშ-ის საერთაშორისო სავაჭრო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო. როგორც ირკვევა, სამმოსამართლიანი კოლეგიის გადაწყვეტილება თეთრი სახლის ე.წ. "გეგმა B-ს" ეხება. სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს იმ ტარიფებს, რომლებიც პრეზიდენტმა 1974 წლის "სავაჭრო აქტის" 122-ე მუხლის საფუძველზე დააწესა. აღნიშნული ზომა პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში უზენაესმა სასამართლომ მისი უფრო მასშტაბური სატარიფო გეგმა გააუქმა.

სასამართლოს განჩინება ამ ეტაპზე მხოლოდ მოსარჩელე მხარეებზე ვრცელდება. მათ შორის არიან ვაშინგტონის შტატი და ორი კერძო კომპანია - Burlap & Barrel-ი და Basic Fun!-ი. შესაბამისად, ადმინისტრაციას ამ სუბიექტებისგან საბაჟო გადასახადების ამოღება აეკრძალა. სხვა იმპორტიორებისთვის ტარიფები ძალაში რჩება, ვიდრე სააპელაციო პროცესი არ დასრულდება. საყურადღებოა, რომ მხოლოდ მარტში ამერიკულმა ბიზნესმა აღნიშნული ტარიფების სახით დაახლოებით $8 მილიარდი გადაიხადა.

რაც შეეხება სამართლებრივ საფუძველს, 122-ე მუხლი პრეზიდენტს ტარიფების დაწესების უფლებას მხოლოდ გადახდის ბალანსის კრიზისის დროს ანიჭებს. მოსამართლეების შეფასებით, მოცემული სიტუაცია კი ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამება.

სასამართლოს გადაწყვეტილების პარალელურად, თეთრი სახლი სატარიფო რეჟიმის აღსადგენად ალტერნატიულ გზებს ეძებს. არსებული ინფორმაციით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა ათეულობით ქვეყნის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი ზაფხულში ახალი, უფრო ფართომასშტაბიანი ტარიფების დაწესებით დასრულდება.

ცნობისთვის, 1974 წლის "სავაჭრო აქტის" 122-ე მუხლი რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში შეიქმნა. ის პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, საგანგებო ეკონომიკური ვითარებისას იმპორტზე 15%-მდე დანამატი 150 დღის ვადით დააწესოს. აქამდე ეს მუხლი ფართო სავაჭრო პოლიტიკის გასატარებლად არასდროს გამოყენებულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE