მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ზავი იანვრამდე გაახანგრძლივეს
აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ზავი იანვრამდე გაახანგრძლივეს

აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ზავი იანვრამდე გაახანგრძლივეს

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 14:33|bm.ge

აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, შეერთებული შტატები და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ მოქმედი სავაჭრო ზავი კიდევ ორი თვით გაახანგრძლივონ. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინგი ორდღიანი ვიზიტით ვაშინგტონში ჩაფრინდა.

ორ ქვეყანას შორის არსებული ზავის მოქმედების ვადა 10 ნოემბერს იწურებოდა, ახალი შეთანხმებით კი ვადამ 2027 წლის 10 იანვრამდე გადაიწია.

„ზავი 10 იანვრამდე გაგრძელდება, რათა მეტი დრო გქონდეს იმის სანახავად, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ეკონომიკურ ფრონტზე“, - განაცხადა ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ მხარეები ჯერ კიდევ ცდილობენ უფრო მასშტაბური შეთანხმების მიღწევას, თუმცა ჯერ უცნობია, მოხერხდება თუ არა ეს.

თავდაპირველ შეთანხმებას დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა გასული წლის ოქტომბერში, სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიაღწიეს. დოკუმენტის მიხედვით, ორმა ქვეყანამ შეამსუბუქა შეზღუდვები კრიტიკულ სასარგებლო წიაღისეულსა და მაღალტექნოლოგიურ ექსპორტზე, რამაც მანამდე გლობალური მიწოდების ჯაჭვები შეაფერხა. გარდა ამისა, მხარეებმა შეაჩერეს სამნიშნა ტარიფების დაწესების პროცესიც.

ხაზინის მდივანმა აღნიშნა, რომ ზავის გაგრძელების დეტალები მან ჩინეთის ვიცე-პრემიერ ხე ლიფენგთან ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. ბესენტის თქმით, სი ძინპინის ვიზიტის ფარგლებში მოსალოდნელია დამატებითი განცხადებებიც, მათ შორის ფინანსური მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვების მიმართულებით.

აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პეკინი სრულად ვერ ასრულებს აგრარული პროდუქციის შესყიდვის ვალდებულებებს. მაისში მიღწეული შეთანხმებით, ჩინეთს ყოველწლიურად 17 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული აგროპროდუქცია უნდა შეეძინა (სოიოს მარცვლების გამოკლებით), თუმცა ამჟამად დათქმულ გრაფიკს ჩამორჩება. პეკინმა ასევე ვერ შეასრულა გასული წლის პირობა სოიოს შესყიდვებთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვინდა დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ისინი ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს“, - აღნიშნა ბესენტმა.

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ზავის მოკლევადიანი, 2-თვიანი გაგრძელება სწორედ ვაშინგტონის იმ ეჭვებს უკავშირდება, შეასრულებს თუ არა ჩინეთი ნაკისრ ვალდებულებებს. იანვრისთვის თეთრი სახლი შეძლებს შეაფასოს, რამდენად შეასრულა პეკინმა სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვის დაპირება.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ენდრიუსის ავიაბაზაზე ოთხშაბათს საღამოს დაეშვა, სადაც მას დონალდ ტრამპი პირადად დახვდა. ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტია აშშ-ში ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ხუთშაბათს თეთრ სახლში ორ ქვეყნის ლიდერს შორის ოფიციალური შეხვედრა და სახელმწიფო ვახშამია დაგეგმილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სავაჭრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • სავაჭრო ობიექტებს, ფიზიკურ პირებს 15000-ზე მეტი ზარალი მიაყენეს - 4 არასრულწლოვანი დააკავესფორმულა
  • პრემიერი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე: არსებობს ბარიერი და ეს ბარიერი ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციაა, მიზანია, გავაძლიეროთ კომუნიკაციის არხი, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხებირუსთავი 2
  • სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ათობით მოზარდს შორის ჩხუბი მოხდანეტგაზეთი
  • საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - დამწვარია მერიის ისტორიული შენობა, სავაჭრო ობიექტები და ავტომობილებიტვ პირველი
სავაჭრო →

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE