მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ირანის უმსხვილეს კრიპტო ბირჟას სანქციები დაუწესა
აშშ-მა ირანის უმსხვილეს კრიპტო ბირჟას სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანის უმსხვილეს კრიპტო ბირჟას სანქციები დაუწესა

BM.GE3 ივნისი, 2026, 10:25|bm.ge

აშშ-მა ირანის უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟა Nobitex-ს სანქციები დაუწესა. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, ბირჟა ირანის ხელისუფლებასა და სანქცირებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა.

როგორც Reuters-ი წერს, ახალი სანქციები მოჰყვა მათ მიერ 1 მაისს გამოქვეყნებულ გამოძიებას, რომელმაც აჩვენა, რომ Nobitex ირანისთვის შექმნილი პარალელური ფინანსური სისტემის ერთ-ერთ მთავარ რგოლად იქცა. ამ სისტემის მეშვეობით ირანის ცენტრალური ბანკისა და ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსისთვის (IRGC) ასობით მილიონი დოლარის ტრანზაქციები ხორციელდებოდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ Nobitex-მა საქმიანობა მთავრობის მიერ ინტერნეტის გათიშვის დროსაც განაგრძო და მილიონობით დოლარის ოპერაციები დაამუშავა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა, განაცხადა, რომ „მაშინ, როდესაც ირანის ეკონომიკა მძიმე კრიზისს განიცდის, რეჟიმმა ციფრული აქტივების ტექნოლოგიები საკუთარი კორუფციული მიზნებისთვის გამოიყენა, მათ შორის სანქციების თავიდან ასარიდებლად და ქვეყნიდან კაპიტალის გასატანად.“

Reuters-ის გამოძიების მიხედვით, Nobitex-ს აკონტროლებენ ორი ძმა, რომლებიც ირანის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოჯახს – ხარაზების ოჯახს ეკუთვნიან და ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერთან მჭიდრო კავშირები აქვთ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ასევე ინდივიდუალური სანქციები დაუწესა ამ ორ ძმას – სეიედ მოჰამად ალი აღამირ მოჰამად ალისა და სეიედ მოჰამად აღამირ მოჰამად ალის – ასევე Nobitex-ის აღმასრულებელ დირექტორს, ამირ ჰოსეინ რადს.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, Nobitex ირანის ხელისუფლებას „მნიშვნელოვან მხარდაჭერას“ უწევდა და ხელს უწყობდა ციფრული ტრანზაქციების დიდ რაოდენობას, რომლებიც დაკავშირებული იყო როგორც ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსთან, ისე ირანის ცენტრალურ ბანკთან. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ Nobitex-მა მონაწილეობა მიიღო აქტივებისა და ფინანსური რესურსების ირანიდან გადატანაში, რათა რეჟიმის ქონება ინტერნეტის გათიშვის პირობებშიც დაეცვა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინა და მოლდოვა EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 15 ივნისს დაიწყებენ - POLITICO

უკრაინა და მოლდოვა EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 15 ივნისს დაიწყებენ - POLITICO

BM.GE

EBRD აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში წელს 2.8%-იან ზრდას ელის - უახლესი პროგნოზები

EBRD აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში წელს 2.8%-იან ზრდას ელის - უახლესი პროგნოზები

BM.GE

მაისში წლიური ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა

მაისში წლიური ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა

BM.GE

თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაძარცვის მცდელობისთვის 4 პირი დააკავეს

თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაძარცვის მცდელობისთვის 4 პირი დააკავეს

BM.GE