მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ს სამ შტატში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა|როგორია ექსპორტი?
აშშ-ს სამ შტატში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა|როგორია ექსპორტი?

აშშ-ს სამ შტატში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა|როგორია ექსპორტი?

BM.GE9 ივლისი, 2026, 14:42|bm.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Vinoveli Inc“-ის ორგანიზებით, მასაჩუსეტსის, ნიუ-იორკის და ნიუ ჯერსის შტატების საცალო გაყიდვების ობიექტებსა და ქსელურ მაღაზიებში ქართული ღვინის 15 დეგუსტაცია გაიმართა.

"თითოეული ღონისძიების ფარგლებში, საპრომოციო ღვინოებისთვის განკუთვნილ სივრცეში, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა კომპანიის ხუთი სახეობის ქართული ღვინო.

კამპანია მიზნად ისახავდა ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მომხმარებელთა ინტერესის ზრდასა და აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

ღონისძიებების მიმდინარეობისას, ვიზიტორებმა დააგემოვნეს პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინოები, მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის 8000-წლიანი მემკვიდრეობის, ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებასა და ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მაღალია როგორც ხარისხის მოთხოვნები, ისე კონკურენციის დონე. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას ამერიკის ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს",- აღნიშნავენ სააგენტოში.

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ აშშ-ში 1.9 მილიონი დოლარის ღვინო გაიტანა, რაც ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის 2.5 მილიონ დოლარს. რეკორდული ექსპორტი 2024 წელს დაფიქსირდა და 7.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წელს 5.9 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ტრამპს ჯერ არ დაურეკავს, თუმცა დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვართ" - პესკოვი

"ტრამპს ჯერ არ დაურეკავს, თუმცა დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვართ" - პესკოვი

BM.GE

რომელ ქვეყნებშია FDI ყველაზე მაღალი მშპ-სთან მიმართებით და სად არის საქართველო

რომელ ქვეყნებშია FDI ყველაზე მაღალი მშპ-სთან მიმართებით და სად არის საქართველო

BM.GE

საფრანგეთში პაველ დუროვი ისევ დაკითხეს - რას ედავებიან Telegram-ის დამფუძნებელს?

საფრანგეთში პაველ დუროვი ისევ დაკითხეს - რას ედავებიან Telegram-ის დამფუძნებელს?

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება

BM.GE