მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ უკრაინაში ომის დასასრულებლად კონსტრუქციული როლის შესასრულებლად მზადაა
აშშ უკრაინაში ომის დასასრულებლად კონსტრუქციული როლის შესასრულებლად მზადაა

აშშ უკრაინაში ომის დასასრულებლად კონსტრუქციული როლის შესასრულებლად მზადაა

BM.GE23 ივლისი, 2026, 15:35|bm.ge

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინაში ომის დასასრულებლად „კონსტრუქციული როლის“ შესასრულებლად მზადყოფნას კვლავ ინარჩუნებს.

არსებული ინფორმაციით, დიპლომატების შეხვედრა მანილაში, ASEAN-ის სამიტის ფარგლებში 30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. რუბიოს განმარტებით, შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში, ამერიკული მხარე „უაზრო ომის“ დასასრულებლად პროცესების ხელშეწყობისთვის მზადაა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა დიპლომატმა რუს კოლეგასთან საუბარს „კარგი და ღია დისკუსია“ უწოდა, თუმცა მოლაპარაკებების კონკრეტული დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა ყურადღება იმ მძიმე შედეგებზე გაამახვილა, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და კიევზე განხორციელებულ იერიშებს მოჰყვა.

რუბიოს განცხადებით, ომის დასასრულებლად მოტივაცია ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს, თუმცა, მისი თქმით, მთავარ გამოწვევად მაინც ისეთი შეთანხმების მიღწევა რჩება, რომელსაც ორივე მხარე მიიღებს. ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, ამერიკული მხარე ამ დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას კვლავ შეეცდება.

რუბიოს განცხადების პარალელურად, საკუთარი პოზიცია კრემლმაც დააფიქსირა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადების თანახმად, სერგეი ლავროვმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა. ოფიციალური მოსკოვის განმარტებით, რუსეთი კვლავ უჭერს მხარს იმ წინადადებებს, რომლებიც პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა, 2025 წლის აგვისტოში, ალასკაზე გამართულ შეხვედრაზე წამოაყენეს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Galt & Taggart პროგნოზით, წელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.9 მლრდ-მდე გაიზრდება

Galt & Taggart პროგნოზით, წელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.9 მლრდ-მდე გაიზრდება

BM.GE

რატომ დაუწესა ევროკავშირმა Google-ს $1-მილიარდიანი ჯარიმა?

რატომ დაუწესა ევროკავშირმა Google-ს $1-მილიარდიანი ჯარიმა?

BM.GE

ჯივიპი ქალაქ რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

ჯივიპი ქალაქ რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

BM.GE

საქართველოს მასშტაბით ნეტო აღრიცხვის ლიმიტები სრულად ამოიწურა|G&T

საქართველოს მასშტაბით ნეტო აღრიცხვის ლიმიტები სრულად ამოიწურა|G&T

BM.GE