მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ათეულობით მილიონი დოლარის უნებართვო კრიპტოოპერაციები - დაკავებულია არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი
ათეულობით მილიონი დოლარის უნებართვო კრიპტოოპერაციები - დაკავებულია არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი

ათეულობით მილიონი დოლარის უნებართვო კრიპტოოპერაციები - დაკავებულია არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი

BM.GE12 აგვისტო, 2026, 15:02|bm.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვირტუალური აქტივების ტრანზაქციებს, მათ შორის, კრიპტოვალუტის ნაღდ ფულში კონვერტაციას. უწყების ცნობით, აღნიშნული საქმიანობით იგი ხელს უწყობდა ქვეყანაში არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია:

• კომპიუტერული ტექნიკა და ათეულობით საბანკო ბარათი; • სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია; • ნაღდი ფული - 83 903 აშშ დოლარი და 300 ევრო; • 79 600 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, ასევე შესაძლო გადასახადებისათვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტების გამოვლენის მიზნით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დოლართან

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • დონალდ ტრამპი: შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცაიმედი
  • აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი "საზოგადოებრივი განათლების" პროგრამებისთვის 500 000 დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდარუსთავი 2
  • სომხეთში 4 მილიარდი დოლარის NVIDIA-ს AI-ქარხანა გაიხსნა – აშშ პარტნიორობას აფართოებსფორმულა
  • ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - დაკავებულია 2 პირიტვ პირველი
დოლართან →

მსგავსი სტატიები

სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა

სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა

BM.GE

ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს

ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს

BM.GE

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო

BM.GE

რა შემთხვევაში შეძლებენ მშობლები სასკოლო ფორმის უკან დაბრუნებას/გადაცვლას? - დადგენილება

რა შემთხვევაში შეძლებენ მშობლები სასკოლო ფორმის უკან დაბრუნებას/გადაცვლას? - დადგენილება

BM.GE