მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აუზ „Blue Drop“-ში მომსახურება 10 ლარით გაძვირდა - ფასები და სეზონის გამოწვევები
აუზ „Blue Drop“-ში მომსახურება 10 ლარით გაძვირდა - ფასები და სეზონის გამოწვევები

აუზ „Blue Drop“-ში მომსახურება 10 ლარით გაძვირდა - ფასები და სეზონის გამოწვევები

BM.GE8 ივნისი, 2026, 05:29|bm.ge

აუზის Blue Drop-ის მენეჯერის, ელენე შოშიტაშვილის თქმით, მიმდინარე სეზონის შეფასება წინა წელთან შედარებით რთულია, რადგან ამ დრომდე ამინდების არასტაბილურობამ ვიზიტორთა ნაკადზე პირდაპირი გავლენა იქონია. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბარში განაცხადა.

როგორც შოშიტაშვილი აღნიშნავს, კომპლექსი უკვე მეოთხე წელია ფუნქციონირებს და მომხმარებლებს აუზს, ბარსა და სამზარეულოს სთავაზობს. მისი თქმით, ვიზიტორთა რაოდენობა დიდწილად ამინდებზეა დამოკიდებული და სეზონის სრულად შეფასება ჯერ ვერ ხერხდება.

„ უკვე გავიხსენით. ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებლების წილი ჯერჯერობით 50/50-ზე არის. რადგან ამინდები არ ყოფილა, ისე ვერ შევადარებ წინა წელს, იმიტომ, რომ წინა წელს, ამინდებიდან გამომდინარე ძალიან დატვირთული პერიოდი გვქონდა. ახლა ამინდები როგორც კი გამოვიდა და კარგი ამინდებია, რა თქმა უნდა, სტუმრების რაოდენობა იმატებს", - აღნიშნავს ელენე შოშიტაშვილი.

როგორც ის განმარტავს, აუზის სტუმრების ნაწილი უცხოელი ტურისტები არიან, ძირითადად კი რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები : „უცხოელები არიან ძირითადად რუსეთი, უკრაინა", - ამბობს მენეჯერი.

შოშიტაშვილის თქმით, მომსახურების ფასებიც დაკორექტირდა, რაც ზოგადი გაძვირების ფონზე გახდა აუცილებელი.

"ფასები ჩვენც დავაკორექტირეთ, იმიტომ რომ ფიზიკურად სხვა გზა არ არის, ყველაფერი გაძვირდა. 10 ლარით გავაძვირეთ სერვისი და აუზით სარგებლობის ღირებულება ახლა 100 ლარია. თუმცა ბევრი კარგი აქციები გვაქვს", - აცხადებს ის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

BM.GE

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

BM.GE

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

BM.GE

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

BM.GE