ორიგინალი
“ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის” ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე პროექტი დასრულდა
BM.GE·17:15

“ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის” ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე პროექტი დასრულდა

27 ნოემბერი, 2026 · 17:15

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, ასეთ პროექტებში ჩართულობა “ბიქეი ჰოლდინგის” სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს. „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო“, — აღნიშნავს “ბიქეი ქონსთრაქშენის” გენერალური დირექტორი, ბაკურ ბერეკაშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის” ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე პროექტი დასრულდა

თემა: პროექტზე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 118 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·15:41
    თბილისში, დავით გამრეკელის ქუჩაზე, ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი დასრულდა
  • კომერსანტი·15:32
    სომხეთში TRIPP-ის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო მშენებლობა 2027 წელს დაიწყება
  • რუსთავი 2·15:19
    აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 34 პროექტზე ხელშეკრულებები გაფორმდა
  • პრაიმტაიმი·13:54
    აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 34 პროექტზე ხელშეკრულებები გაფორმდა
პროექტზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·18:40

ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გაიმართა - GNTA-ს წარმომადგენლები Jazeera-სა და Qatar Airways-ს შეხვდნენ

ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გაიმართა - GNTA-ს წარმომადგენლები Jazeera-სა და Qatar Airways-ს შეხვდნენ
BM.GE·18:29

GITA-მ დამწყები IT სპეციალისტებისთვის პროგრამის ბოლო ნაკადი დაიწყო - სახელმწიფო დაფინანსებით 1000 აპლიკანტი ისწავლის

GITA-მ დამწყები IT სპეციალისტებისთვის პროგრამის ბოლო ნაკადი დაიწყო - სახელმწიფო დაფინანსებით 1000 აპლიკანტი ისწავლის
BM.GE·18:20

რა როლი გექნებოდა კრიპტო კომპანიაში? – FITA და საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის კარიერულ ვორქშოფს გეგმავს

რა როლი გექნებოდა კრიპტო კომპანიაში? – FITA და საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის კარიერულ ვორქშოფს გეგმავს
BM.GE·18:20

"ირანთან ომში გამარჯვებასთან ახლოს ვართ" – ტრამპი

"ირანთან ომში გამარჯვებასთან ახლოს ვართ" – ტრამპი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.