მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზიის მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა მოგზაურები გეოპოლიტიკური რისკების გამო თავს იკავებენ ტურის დაგეგმვისგან - Via Travel
აზიის მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა მოგზაურები გეოპოლიტიკური რისკების გამო თავს იკავებენ ტურის დაგეგმვისგან - Via Travel

აზიის მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა მოგზაურები გეოპოლიტიკური რისკების გამო თავს იკავებენ ტურის დაგეგმვისგან - Via Travel

BM.GE18 ივნისი, 2026, 22:03|bm.ge

„ხალხი მაინც თავს იკავებს აზიაში ტურის დაგეგმვისგან, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის სიტუაცია ბოლომდე არ დასტაბილურდება“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურისტული კომპანია Via Travel-ის დამფუძნებელმა ნინო ნამგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კურორტებზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა გეოპოლიტიკური რისკები მოგზაურების ქცევაზე პირდაპირ აისახება და ნაწილი ამ ეტაპზე მოგზაურობის დაგეგმვას თავს არიდებს.

"ხალხი მაინც იკავებს თავს აზიაში ტურის დაგეგმვისგან, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის სიტუაცია ბოლომდე არ დასტაბილურდება", - ამბობს ნამგალაძე.

ამავდროულად, იგი აღნიშნავს, რომ გლობალური ავიაციის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების ფონზე ინტერესი იზრდება აზიური მიმართულებების მიმართ, სადაც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ახალ მიმართულებად ჩინეთი, კერძოდ შანხაი სახელდება. მისი თქმით, აზიის მიმართულებებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება კვლავ გავლენას ახდენს ტურისტულ ნაკადებზე.

"სულ რაღაც სამ კვირაში თბილისიდან შანხაის მიმართულებით ფრენას იწყებს China Eastern Airlines-ი Airbus A330-ით. დაახლოებით 700 დოლარის ფარგლებში იქნება ორმხრივი ბილეთი, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია ასეთი ხანგრძლივობის ფრენისთვის. ჩინეთი დღეს უკვე სრულიად განსხვავებული, მაღალი კლასის ტურისტული მიმართულებაა და ჩვენ უკვე ვხედავთ მზარდ ინტერესს ამ ბაზრის მიმართ", - განაცხადა ნინო ნამგალაძემ და აქვე დასძენს, რომ აზიური მიმართულებების მიმართ ინტერესი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის იმ მასშტაბზე, როგორიც ევროპული ბაზარია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოსახლეობის ფართო ფენის რეალური შემოსავალი არ იზრდება, ეკონომიკის ზრდა არაინკლუზიურია - აკაკი ცომაია

მოსახლეობის ფართო ფენის რეალური შემოსავალი არ იზრდება, ეკონომიკის ზრდა არაინკლუზიურია - აკაკი ცომაია

BM.GE

“ადგილობრივი წარმოების გაძლიერების ერთადერთი რეალური შანსი სუბსიდირებაა” – “გარდაბნის მეცხოველეობა”

“ადგილობრივი წარმოების გაძლიერების ერთადერთი რეალური შანსი სუბსიდირებაა” – “გარდაბნის მეცხოველეობა”

BM.GE

უჩვეულოა გადაწყვეტილება, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი - მაკა ბოჭორიშვილი

უჩვეულოა გადაწყვეტილება, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE

"სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი“ - ირაკლი კობახიძე

"სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი“ - ირაკლი კობახიძე

BM.GE