მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უჩვეულოა გადაწყვეტილება, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი - მაკა ბოჭორიშვილი
უჩვეულოა გადაწყვეტილება, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი - მაკა ბოჭორიშვილი

უჩვეულოა გადაწყვეტილება, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE18 ივნისი, 2026, 21:42|bm.ge

"უჩვეულოა გადაწყვეტილება, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიმართულებით უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა ფორმა და მიზნობრიობა უჩვეულოა საერთაშორისო პრაქტიკისთვის და აჩენს დამატებით კითხვებს:„უვიზო მიმოსვლის შეჩერება კლასიფიცირებულად უკვე განხორციელებულია, ამგვარი მექანიზმი აამოქმედეს უჩვეულოდ, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ზოგადად წარმოუდგენელი რამ არის საერთაშორისო ურთიერთობებში მაშინ, როდესაც დიპლომატები პირველ რიგში ეს ის ხალხია, ვინც ფლობენ დიპლომატიურ პასპორტებს, და ვინც, პირიქით, სარგებლობენ ხოლმე გარკვეული პრივილეგიებით, იმიტომ რომ სწორედ მათ ხელში უნდა იყოს ნებისმიერი რთული ურთიეთობების მოგვარებაც კი. ნებისმიერ შემთხვევაში ნამდვილად უჩვეულოა ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც სწორედ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი“.მინისტრის თქმით, საქართველოს მხარე აგრძელებს დიალოგს ევროკომისიასთან და აქტიურად მუშაობს ყველა საკითხზე, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების შეფასებაზე, რომლებიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება.„იცით რომ ჩვენ უკვე გავმართეთ პირველი შეხვედრა ევროკომისიასთან, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე და ზოგადად ყველა იმ საკითხზე რასაც უკავშირდებოდა ამ შემთხვევაში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას და გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას,“ განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოსახლეობის ფართო ფენის რეალური შემოსავალი არ იზრდება, ეკონომიკის ზრდა არაინკლუზიურია - აკაკი ცომაია

მოსახლეობის ფართო ფენის რეალური შემოსავალი არ იზრდება, ეკონომიკის ზრდა არაინკლუზიურია - აკაკი ცომაია

BM.GE

“ადგილობრივი წარმოების გაძლიერების ერთადერთი რეალური შანსი სუბსიდირებაა” – “გარდაბნის მეცხოველეობა”

“ადგილობრივი წარმოების გაძლიერების ერთადერთი რეალური შანსი სუბსიდირებაა” – “გარდაბნის მეცხოველეობა”

BM.GE

აზიის მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა მოგზაურები გეოპოლიტიკური რისკების გამო თავს იკავებენ ტურის დაგეგმვისგან - Via Travel

აზიის მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა მოგზაურები გეოპოლიტიკური რისკების გამო თავს იკავებენ ტურის დაგეგმვისგან - Via Travel

BM.GE

"სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი“ - ირაკლი კობახიძე

"სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი“ - ირაკლი კობახიძე

BM.GE