მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი“ - ირაკლი კობახიძე
"სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი“ - ირაკლი კობახიძე

"სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი“ - ირაკლი კობახიძე

BM.GE18 ივნისი, 2026, 21:19|bm.ge

"სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „სტუდფესტი 2026“-ის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ახალგაზრდებს სტუდფესტის წარმატებით ჩატარება მიულოცა.

„20 ათასზე მეტი სტუდენტი იყო ჩართული წლევანდელ ღონისძიებებში. სტუდფესტმა წელს ღონისძიებების გამორჩეულად ფართო სპექტრი მოიცვა. მარტო გარბენში ჩართული იყო 2000-ზე მეტი ადამიანი. ეს ყველაფერი ძალიან დიდ მოტივაციასა და ენთუზიაზმზე მეტყველებს, რისთვისაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. გილოცავთ გამარჯვებულებს! ჩვენი ვალია, მომავალშიც მხარი დავუჭიროთ ასეთი ღონისძიებების ჩატარებას. შეგვიძლია, დავდოთ პირობა, რომ სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და კიდევ უფრო გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ფესტივალის ორგანიზატორებს - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, დედაქალაქის მერს და მერიას, რუსთავის მერს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

ახალგაზრდებს „სტუდფესტი 2026-ის“ წარმატებით ჩატარება მიულოცეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მინისტრმა სტუდფესტის ფარგლებში გამართული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა. „სტუდფესტი 2026-ის“ გამარჯვებულის ჯილდო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა.

ფესტივალის დახურვის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდფესტის მონაწილეები დაესწრნენ.

კობახძემ სტუდფესტში მონაწილეობა თბილისის მერ კახა კალაძესა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად მიიღო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოსახლეობის ფართო ფენის რეალური შემოსავალი არ იზრდება, ეკონომიკის ზრდა არაინკლუზიურია - აკაკი ცომაია

მოსახლეობის ფართო ფენის რეალური შემოსავალი არ იზრდება, ეკონომიკის ზრდა არაინკლუზიურია - აკაკი ცომაია

BM.GE

“ადგილობრივი წარმოების გაძლიერების ერთადერთი რეალური შანსი სუბსიდირებაა” – “გარდაბნის მეცხოველეობა”

“ადგილობრივი წარმოების გაძლიერების ერთადერთი რეალური შანსი სუბსიდირებაა” – “გარდაბნის მეცხოველეობა”

BM.GE

აზიის მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა მოგზაურები გეოპოლიტიკური რისკების გამო თავს იკავებენ ტურის დაგეგმვისგან - Via Travel

აზიის მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა მოგზაურები გეოპოლიტიკური რისკების გამო თავს იკავებენ ტურის დაგეგმვისგან - Via Travel

BM.GE

უჩვეულოა გადაწყვეტილება, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი - მაკა ბოჭორიშვილი

უჩვეულოა გადაწყვეტილება, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE