მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Bagrationi Development-ის ახალი ეტაპი და ახალი პროექტი Elle by Bagrationi შავი ზღვისპირეთში
Bagrationi Development-ის ახალი ეტაპი და ახალი პროექტი Elle by Bagrationi შავი ზღვისპირეთში

Bagrationi Development-ის ახალი ეტაპი და ახალი პროექტი Elle by Bagrationi შავი ზღვისპირეთში

BM.GE22 მაისი, 2026, 20:23|bm.ge

უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთი აქტიური და მზარდი კომპანია, Bagrationi Development, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანიამ განახორციელა რებრენდინგი და განახლებული ვიზუალური იდენტობით აგრძელებს საქმიანობას, რაც მის სტრატეგიულ ხედვასა და ხარისხზე ორიენტირებულ მომავალს უსვამს ხაზს.

თანამედროვე ცხოვრების სტილი და უმაღლესი სტანდარტების დანერგვა, ეს არის „ბაგრატიონი დეველოპმენტის“ უცვლელი ხელწერა. რებრენდინგი კომპანიისთვის მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის, ამით კომპანიას სურს თქვას, რომ ეს არის ადგილი, სადაც ინოვაციური მიდგომები და დახვეწილი არქიტექტურა ერთიანდება.

ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების პარალელურად, კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა ახალი პროექტი Elle by Bagrationi, რომლის გაყიდვებიც უკვე დაწყებულია.

პროექტი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ლოკაციაზე, გმირთა ხეივანში, შარტავას ქუჩაზე აშენდება. ტერიტორიაზე, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია როგორც თანამედროვე ბათუმის ჰაბი, სადაც ინოვაცია, ბიზნესი და კომფორტული ცხოვრება ერთ სივრცეში იყრის თავს.

Elle by Bagrationi წარმოადგენს პრემიუმ კლასის საინვესტიციო-საცხოვრებელ კომპლექსს , რომელიც გათვლილია როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან საცხოვრებელ საჭიროებებზე. 35 -სართულიანი კომპლექსის დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.

პროექტი მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს: სტუდიო, ერთსაძინებლიანი და ორსაძინებლიანი ბინებს , რომლებიც სრულად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს.

ინფრასტრუქტურა მოიცავს:

• საცურაო აუზს • სპორტ-დარბაზს • ტერასებს • ბიზნეს ცენტრსა და ქო-ვორქინგ სივრცეს • კომერციულ და რეკრეაციულ ზონებს • ღია და დახურულ პარკინგებს • 24/7 რეცეფციასა და დაცვას

განსაკუთრებული უპირატესობაა გაქირავების სერვისი, რომელიც ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, ქონება აქციონ სტაბილური შემოსავლის წყაროდ.

გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს, სადაც კომპანია 0%-იანი 4 წლიან შიდა განვადებას გთავაზობთ, რაც ინვესტიციას კიდევ უფრო მოქნილსა და ხელმისაწვდომს ხდის.

კომპანიის გამოცდილებას ამყარებს წარმატებული პროექტი Bagrationi Residence, რომელიც უკვე წარმოადგენს ხარისხისა და სანდოობის მაგალითს ბაზარზე.

Elle by Bagrationi არის არა მხოლოდ ახალი პროექტი, არამედ ეს არის ახალი სტანდარტი ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE