მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბანკების ქეშბექ პოლიტიკით საზოგადოება სკოლის ფორმებს ბევრად იაფად შეიძენს - გივი მიქანაძე
ბანკების ქეშბექ პოლიტიკით საზოგადოება სკოლის ფორმებს ბევრად იაფად შეიძენს - გივი მიქანაძე

ბანკების ქეშბექ პოლიტიკით საზოგადოება სკოლის ფორმებს ბევრად იაფად შეიძენს - გივი მიქანაძე

BM.GE24 აგვისტო, 2026, 18:11|bm.ge

განათლების მინისტრის განცხადებით, ბანკების ქეშბექ პოლიტიკით საზოგადოება სკოლის ფორმებს ბევრად იაფად შეიძენს. ამის შესახებ მან სკოლის ფორმების გაყიდვების არხების შესახებ საუბრისას განაცხადა.

"საცალო ვაჭრობისას კონკრეტულმა ბანკებმა წარადგინეს ქეშბექ პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ბანკს სხვადასხვა აქვს და, რა თქმა უნდა, მომხმარებელმა თვითონ უნდა აირჩიოს, თუ როგორ შეიძენს.

ამიტომ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ამ ქეშბექ პოლიტიკით, რაზედაც ჩვენ ბანკებთან მოლაპარაკებები ვაწარმოვეთ, რომ მათ გარკვეული შეღავათები დაეწესებინათ, საზოგადოება კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან ამ ფორმებს ბევრად უფრო იაფად შეიძენს, ვიდრე ეს განსაზღვრულია იმ ტარიფით, რომელიც მოგებაზე არ არის ორიენტირებული", - განაცხადა მიქანაძემ.

მან აღნიშნა, რომ ფორმების ონლაინ არხით გაყიდვა, საზოგადოებას შეძენის ხელმისაწვდომობას უზრდის.

"21-ე საუკუნეში ციფრულ ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული, ეს არავისთვის აღმოჩენა არ არის. შესაბამისად, ძალიან პოპულარული არის დღითი დღე ონლაინ გამოწერები ჩვენს საზოგადოებაში. ამ პლატფორმის შექმნის მთავარი მიზანი არის, რომ საზოგადოებას გაუმარტივოთ ფორმების შეძენის ხელმისაწვდომობა. ამასთანავე საზოგადოებას უკვე ვაუწყეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა ქალაქში, საქართველოს მასშტაბით, მინიმუმ ერთი საცალო სარეალიზაციო პუნქტი გაიხსნება.

ასევე მიმდინარეობს კომუნიკაცია იმისთვის, რომ მშობლებს ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია ამის თაობაზე და, რა თქმა უნდა, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ როგორც საცალოდ, ასევე ახლა ვთავაზობთ პლატფორმის რეჟიმში ფორმების შეძენას.

აქვე საზოგადოებას ვეტყვით, რომ პირველკლასელთა ფორმები საცალო ფორმატში გაიყიდება 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 15 სექტემბრიდან ვინც დააგვიანებს ან დამატებითი ერთეულის შეძენის სურვილი ექნება, მათ უკვე მხოლოდ ონლაინ პლატფორმით უნდა ისარგებლონ", - განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით სამთავრობო დადგენილებაში რამდენიმე ცვლილება შევიდა - "დაემატა უფასო ფორმის გადაცემის ჩამონათვალში კატეგორია, რაც ამბობს, რომ 65 001-დან 120 001 ქულამდე თუკი არის ოჯახი შეფასებული და ამ ოჯახს აქვს მრავალშვილიანის სტატუსი და ჰყავს პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლე, ასეთი ოჯახის 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეები მიიღებენ უფასოდ: ბიჭის შემთხვევაში – 1 პიჯაკს და 2 შარვალს, ხოლო გოგონას შემთხვევაში – 1 პიჯაკს, 1 ქვედაკაბასა და 1 შარვალს", - განაცხადა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ფორმის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • გივი მიქანაძე: მეექვსეკლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, რადგან ყოველ წელს თითო კლასი დაემატებაიმედი
  • გივი მიქანაძე განმარტავს, რა მოხდება, თუ მშობელი შვილს სავალდებულო სასკოლო ფორმას არ ჩააცმევსტვ პირველი
  • პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა, 1-ელი სექტემბრიდან, როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით შეეძლებათრუსთავი 2
  • რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე მივა - გივი მიქანაძის განმარტებაფორმულა
ფორმის →მიქანაძე →

მსგავსი სტატიები

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

BM.GE

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

BM.GE

პუტინმა დაზიანებული კრიტიკული ობიექტების ჩამორთმევის განკარგულება გასცა

პუტინმა დაზიანებული კრიტიკული ობიექტების ჩამორთმევის განკარგულება გასცა

BM.GE